საქართველოს მასშტაბით, მესამე და მეოთხე ემერჯენსის ლიცენზიის მქონე კლინიკები კოვიდ ინფიცირებულებს მიიღებენ

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით ყველა მესამე და მეოთხე ემერჯენსის ლიცენზიის მქონე კლინიკა კოვიდ ინფიცირებულებს მიიღებს. ამის შესახებ რატიანმა ჯანდაცვის მინისტრისა და კოვიდ კლინიკების წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„საქართველოში ყველა კლინიკა, რომელსაც გააჩნია მესამე - მეოთხე დონე ემერჯენსის ლიცენზირების, მიიღებს ყველა პაციენტს, რომელიც იქნება ცხელებით და მიმდინარე კოვიდით, რეგიონული პრინციპის მიხედვით, რაც შვებას მისცემს როგორც 112-ს, ასევე კოვიდ კლინიკებს და თავად მოსახლეობას. პაციენტები, ვისაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდებათ, აუცილებლად მოთავსდებიან კლინიკაში, ვისაც არ სჭირდება, გადანაწილდებიან კოვიდ სასტუმროებში ან ბინაზე. საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პაციენტი, რომელიც არის კოვიდ ინფიცირებული და დანარჩენი პაციენტებიც, რომლებიც არ არიან ინფიცირებულები, მესამე და მეოთხე დონის ემერჯენსებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა მიხედონ და ჩაუტარონ მენეჯმენტი შესაბამისი პროტოკოლით“,-განაცხადა რატიანმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა