სუს-ში საარჩევნო პროცესის ერთ-ერთი დამკვირვებლის, აკაკი გურჯიშვილის გამოკითხვა დასრულდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საარჩევნო პროცესის კიდევ ერთი დამკვირვებლის, აკაკი გურჯიშვილის გამოკითხვა დასრულდა.

გურჯიშვილის თქმით, ის მოწმის სტატუსით გამოიკითხა. მისივე განცხადებით, მან გაუთქმელობის ხელშეკრულებას მოწერა ხელი და გამოკითხვის დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

გურჯიშვილმა ასევე თავი შეიკავა იმ კითხვების დასახელებისგან, რაც მას უწყებაში დაუსვეს.

“ჩატარდა გამოკითხვა. გაუთქმელობის ხელშეკრულებაზე მომაწერინეს ხელი. ალბათ ჩატარდება სასამართლო. კითხვებს ვერ დაგისახელებთ. მოწმის სტატუსით დავიკითხე. არაფერს არ მედავებიან ამ წუთში და მერე როგორ განვითარედება მოვლენები, არ ვიცი. საუბარი იყო მიმდინარე საარჩევნო მოვლენებზე და პროცესებზე”,- განაცხადა გურჯიშვილმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საარჩევნო

პროცესის დამკვირვებლების გამოკითხვა მიმდინარეობს. ერთ-ერთი დამკვირვებლის უფლებადამცველის, გიორგი გოგინავას ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 315-ე მუხლით, რაც გულისხმობს შეთქმულებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების შესაცვლელად.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო