ალიკა კუპრავა - გაბათილებულია უპრეცედენტოდ მაღალი - 146 192 ბიულეტენი

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირდა ბათილი ბიულეტენების უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობა. გაბათილებულია 146 192 ბიულეტენი, - ამის შესახებ „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის დამკვირვებელმა, იურისტმა ალიკა კუპრავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ბათილი ბიულეტენების საერთო რაოდენობის 4,12%, ანუ 81 288 ბიულეტენი მაჟორიტარულია, ხოლო 3,29 %, 64 904 ბიულეტენი - პროპორციული.

„მაშინ, როცა ყველა ხმას, ზოგიერთ მაჟორიტარულ ოლქში, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და დიდია კონკურენცია პოლიტიკურ სუბიექტებს შორის, თითოეული გაბათილებული ბიულეტენი შესაძლოა ცვლიდეს არჩევნების საერთო შედეგს. კანონით დასაშვები შემთხვევების გარდა, ბიულეტენების გაბათილებას, შესაძლოა, ხელი შეუწყონ საუბნო საარჩევნო კომისიის დაინტერესებულმა წევრებმა, რომლებმაც შეგნებულად, კანონდარღვევით და საფუძვლის გარეშე, შეიძლება გააბათილონ მათთვის მიუღებელი საარჩევნო სუბიექტის ბიულეტენები, რაც ავტომატურად მათთვის მისაღები პოლიტიკური სუბიექტისთვის უკეთეს შედეგს ნიშნავს“, - განაცხადა კუპრავამ.

მისივე შეფასებით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საუბნო კომისიების მხრიდან ბიულეტენების გაბათილება, შესაძლოა, იყოს შეგნებული ნაბიჯი, რომელიც სახელისუფლებო პარტიის სასარგებლოდ გაკეთდა.

„ჩვენმა ორგანიზაციამ ასზე მეტი საჩივარი დაწერა საარჩევნო ადმინისტრაციის სხვადასხვა დონეზე, თუმცა უშედეგოდ. თითქმის ყველა საჩივარი საოლქო კომისიებმა განუხილველი დატოვეს“, - განაცხადა კუპრავამ.

ინფორმაციას სამოქალაქო პლატფორმა 20/20 ავრცელებს.

გიორგი კანაშვილი - უკვე გაჩნდა დაკვეთა სხვა პოლიტიკური კულტურის მქონე პოლიტიკოსებზე და დროა, პოლიტიკოსებმა ალღო აუღონ ახალ რეალობას
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2022
ანდრო გოცირიძე - 3+3-ის ფორმატის უსარგებლობა და საფრთხის შემცველობა ცხადია, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე მასში საქართველოს გაწევრიანება, შესაძლოა, რუსეთიდან ჩვენზე ზეწოლის ერთ-ერთი მიმართულებაც იყოს
ერთად ყოფნის 10 წელი - „კარფური“ 10 წლის იუბილეზე ერთგულ მომხმარებლებს, ყოველ თვე განსაკუთრებული პრიზებით დააჯილდოებს
ფრანგულ ბრენდ  ETAM-ის ახალი ფილიალი „დრესაპ ჯგუფისგან“
„კავკასუს ონლაინის“ გენერალური დირექტორი განცხადებას ავრცელებს