ბადრი ჯაფარიძე - შემაჯამებელ ოქმებში ბიულეტენების რაოდენობა  ამომრჩეველთა რაოდენობას აჭარბებს - ვიბრძვით, რომ ამომრჩევლის ხმა არ დაგვეკარგოს

შემაჯამებელ ოქმებში ბიულეტენების რაოდენობა ამომრჩეველთა რაოდენობას აჭარბებს, ახლა საჩივრების განხილვა სასამართლოში მიმდინარეობს, - ამის შესახებ "ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საოლქო კომისიამ შეტანილი საჩივრები, რომელიც საპარლამენტო არჩევნების პირდაპირ გაყალბებაზე მიუთითებდა, არც კი განიხილა და ცესკოს მხრიდან არანაირი რეაგირება არ მომხდარა.

"საოლქო კომისიამ არ დაგვიკმაყოფილა და საერთოდ არ განიხილა ის საჩივრები, რომელიც შეტანილი იყო. ჩვენ ვსაუბრობთ, ისეთი ტიპის დარღვევებზე, როდესაც ბიულეტენების რაოდენობა მოსული ადამიანების რაოდენობაზე ჭარბობს. ეს პირდაპირ ჩაყრაზე მიუთითებს. არის ჩასწორებული ნიშნები - არჩევნები გაყალბებულია და ეს ყველაფერი საოლქო კომისიამ არც კი განიხილა. ახლა სასამართლოშია ეს საჩივრები და განხილვა მიმდინარეობს. ამ ფაქტებს ცესკოს მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. მოლოდინი დღევანდელი სასამართლოს მიმართ ვერ იქნება დადებითი, რადგან ის პოლიტიზირებულია. ვიბრძვით იმისათვის, რომ ჩვენი ამომრჩევლების ხმა არ დაგვეკარგოს. შემაჯამებელ ოქმებში ბიულეტენების რაოდენობა ამომრჩეველთა რაოდენობას აჭარბებს", - განაცხადა ჯაფარიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს