საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის  არასამედიცინო პორტფელი AA- რეიტინგის მქონე ფრანგულ კომპანია სკორში გადაეზღვევა

საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის (IGG) არასამედიცინო პორტფელი AA- რეიტინგის მქონე ფრანგულ კომპანია სკორში გადაეზღვევა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სადაზღვეო კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ქონების, ავტომობილებისა და ტვირთების დაზღვევის კომპონენტში 2020 წლის ოქტომბრიდან კომპანია სავალდებულო გადაზღვევის ხელშეკრულებით AA- რეიტინგის მქონე, მსოფლიოში უმსხვილეს გადამზღვეველ კომპანია Scor -ის (www.scor.com), გადზღვევით ისარგებლებს.

კომპანიის გენერალური დირექტორის არჩილ მორჩილაძის განცხადებით, ბოლო ორი წლის მანძილზე კომპანიის გადამზღვეველი ასევე AA- რეიტინგის მქონე მსოფლიოში უმსხვილესი გერმანული კომპანია Hannover Re (www.hannover-re.com) იყო , თუმცა 2020 წლის ოქტომბრიდან კომპანია ისევ დაუბრუნდა თავის ძველ პარტნიორს , რომლის გადაზღვევითაც კომპანია 2017 -2018 წლებში სარგებლობდა.

„რეიტინგულ გადამზღვეველ კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტები უზრუნველყოფენ საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის სადაზღვევო პორტფელის საიმედოობასა და სტაბილურობას. ამასთანავე საშუალებას აძლევს კომპანიის კლიენტებს ისარგებლონ დაზღვევის საუკეთესო პირობებით.

საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი ქართულ ბაზარზე ოპერირებს 2017 წლიდან.

მხოლოდ 2019 წელს კომპანიამ მომხმარებლებს 11 მლნ ლარზე მეტის ზარალი აუნაზღაურა, ხოლო 2020 წელს უკვე ანაზღაურებულია 7 მლნ ლარამდე ზარალი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს