თამარ გაბუნია - თავად პაციენტები აგვიანებენ მომართვას და მოგვმართავენ მე-10 დღეს, 2 კვირის შემდეგ - გამოსავალი არის არაკეთილსაიმედო ასეთ შემთხვევებში

მეტი ცოდნა გვჭირდება თითოეულ ჩვენგანს იმისთვის, რომ დროულად მოვახდინოთ ჩვენივე სიმპტომების შეფასება,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი განმარტებით, არის მთელი რიგი შემთხვევები, როდესაც პაციენტები ჯანდაცვის სისტემას მკურნალობისთვის დაგვიანებით მიმართავს, რაც ხშირ შემთხვევაში, ფატალური შედეგის მიზეზი ხდება.

თამარ გაბუნიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმის“ ეთერის საშუალებით მოსახლეობას მიმართა და მოუწოდა სიმპტომების გამოვლენისთანავე დაურეკონ ოჯახის ექიმებს.

„ თავად პაციენტები აგვიანებენ მომართვას და ამდენად, როდესაც გადაწყვეტენ, რომ დროა უკვე მიმართონ სამედიცინო სფეროს, რადგან შესაძლოა, კოვიდთან ჰქონდეთ საქმე, არის შემთხვევები, როდესაც გვიან ხდება მათი აქტიური მართვის დაწყება და სამწუხაროდ, გამოსავალი არის არაკეთილსაიმედო ასეთ შემთხვევებში.

არის შემთხვევები, როდესაც ის კი არა, რომ სამედიცინო სფერომ დააგვიანა პასუხის გაცემა, არამედ პაციენტი მოგვმართავს სიმპტომების გაჩენიდან მეათე დღეს, ორი კვირის თავზე, როდესაც უკვე ძალიან ცუდად იგრძნო თავი, მანამდე რჩებდა ბინაზე და რატომღაც არ იფიქრა, რომ ეს შეიძლებოდა კორონავირუსი ყოფილიყო. ნამდვილად მეტი ცოდნა გვჭირდება თითოეულ ჩვენგანს იმისთვის, რომ დროულად მოვახდინოთ ჩვენივე სიმპტომების შეფასება და მივმართოთ ექიმს. როდესაც ჩვენ ვიცით, რომ ადამიანი ბინაზეა და მკურნალობს, მეტი ბერკეტი გვაქვს იმისთვის, რომ მისი მდგომარეობა ვაკონტროლოთ. ოჯახის ექიმები ძალიან აქტიურად არიან ჩართულები, 600 ოჯახის ექიმია დღეს ამ პროცესში ჩართული და დაახლოებით, 8 ათასი ადამიანია ბინაზე. საბედნიეროდ, დიდი ნაწილის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და მშვიდად გადიან 10-დღიან პერიოდს, რაც ბინაზე უნდა გაიარონ, თუმცა არის შემთხვევები, რომლებიც მძიმდება და თუ ოჯახის ექიმმა არ იცის, რომ ეს პაციენტი არის ბინაზე და გვიან დაურეკავენ ან არ გაგვაგებინებენ საერთოდ, რომ ბინაზე არიან, მერე უკვე ძალიან რთულია ჩარევა. ყველას მინდა ვთხოვო, ნუ დაელოდება სიმპტომების დამძიმებას, მაშინვე დაუკავშირდეს ოჯახის ექიმს“, - განაცხადა გაბუნიამ.

ანდრო გოცირიძე - 3+3-ის ფორმატის უსარგებლობა და საფრთხის შემცველობა ცხადია, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე მასში საქართველოს გაწევრიანება, შესაძლოა, რუსეთიდან ჩვენზე ზეწოლის ერთ-ერთი მიმართულებაც იყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.01.2022
იოსებ ბარათაშვილი - ხაზარაძე-ჯაფარიძისა და წერეთლის საქმე  ერთი მხრივ, შერჩევითი და შეკვეთილი  მართლმსაჯულების, ხოლო მეორე მხრივ კი გამოძიების მწარმოებელი ორგანოს არაკომპეტენტურობის ნიმუშია
თბილისში დავით წინასწარმეტყველის ბიუსტი გაიხსნა
„კარფურისა“ და Mastercard-ის შეთავაზება გრძელდება - „კარფურის“ მიტანის სერვისის ახალი აპლიკაცია შოპინგს კიდევ უფრო მოსახერხებელს ხდის
„სილქფესტი“ ულიმიტო სასაუბრო პაკეტებს ინტერნეტის სასურველ პირობასთან ერთად გვთავაზობს!
IONIQ 5-ისა და TUCSON-ის ჰოლივუდური დებიუტი ახალ სპაიდერმენში