ანა დოლიძის შტაბმა საუბნო საარჩევნო კომისიების ოქმები თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა

დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ანა დოლიძის შტაბის და მოძრაობა „ხალხისთვის“ წარმომადგენლებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს და საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებული ხარვეზები გაასაჩივრეს.

მოძრაობა „ხალხისთვის“ დამფუძნებლის ნინო წულაძის თქმით, მოძრაობას საქალაქო სასამართლოს გამჭვირვალე და სამართლიანი გადაწყვეტილების იმედი არ აქვს, რადგან ისევე როგორც საოლქო საარჩევნო კომისიებში, სასამართლოშიც პროცესები არის მართული და ფასადური.

„ჩვენ შევისწავლეთ დიდუბე-ჩუღურეთის საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილი შემაჯამებელი ოქმები, რომელთა უმრავლესობაში დავაფიქსირეთ უამრავი ხარვეზი. სწორედ ამ საფუძვლით შევიტანეთ 50-ზე მეტი ადმინისტრაციული საჩივარი დიდუბისა და ჩუღურეთის საოლქო საარჩევნო კომისიებში, თუმცა არც ერთი ჩვენი საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ამიტომ, მივმართეთ საქალაქო სასამართლოს შემდეგი მოთხოვნით: უპირველეს ყოვლისა, უნდა გაბათილდეს დიდუბე-ჩუღურეთის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ მიღებული განკარგულება და, შესაბამისად, შემაჯამებელი ოქმები. ამასთან მოვითხოვეთ, რომ ჩვენი ორგანიზაციის, „ხალხისთვის“ წარმომადგენლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის თანდასწრებით, გახსნან უბნები და თავიდან გადაითვალონ ბიულეტენები, რათა პასუხი გაეცეს ყველა საეჭვო კითხვას, რომელიც დაფიქსირდა შემაჯამებელ ოქმებსა და თანდართულ შესწორების ოქმებში. ჩვენი მიზანია, უკანონოდ ჩატარებულ არჩევნებს არ მიეცეს ლეგიტიმაცია, ამიტომ გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ პროცედურას და პოლიტიკურ ბერკეტს ხალხის ხმების დასაცავად“, - განაცხადა ნინო წულაძემ.

„მოძრაობა „ხალხისთვის“ ცნობით, ანა დოლიძემ ბოიკოტი გამოუცხადა საუბნო საარჩევნო კომისიებს და 30 საჩივრის განხილვას მისი წარმომადგენლები აღარ დასწრებიან.

აღნიშნული ინფორმაციას „მოძრაობა „ხალხისთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო