გიგა ბოკერია მამუკა მდინარაძის განცხადებაზე - სისულელის ნიაღვარი მდინარაძისგან ან ნებისმიერი სხვა "კლოუნისგან" აზრს მოკლებულია

როცა მესამედში პროპორციული ბიულეტენების და მაჟორიტარულის თითქმის ნახევარში არის დისბალანსი და ამ ტიპის დისბალანსი, რომელიც ყველამ ნახა, არა რაიმე არაოფიციალურ გვერდზე, არამედ ცესკო-ს ოფიციალურ გვერდზეა, საერთოდ მთელი ეს ნიაღვარი სისულელის მდინარაძისგან ან ნებისმიერი სხვა "კლოუნისგან" აზრს მოკლებულია საერთოდ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომლის თანახმადაც 19-ამდე უბნის გადათვლის შედეგად, არანაირი გაყალბების კვალი და მმართველი პარტიის სასარგებლო დარღვევა არ გამოვლინდა.

ბოკერიამ აღნიშნა, რომ სხვადასხვა მანიპულაციებითა და მეთოდებით "ქართულმა ოცნებამ" მოახდინა საზოგადოების ნების აშკარა გაყალბება.

„რაც შეეხება გადათვლას, სადაც თვითონ შეარჩევენ და გადათვლიან რამდენ უბანშია, ეს კი არა არის ტესტი, ტესტია ის, რომ სადაც რეპუტაციის მქონე სადამკვირვებლო ჯგუფები ან ოპოზიცია ითხოვს გადათვლას, იქ რომ საერთოდ არც იხილავენ საჩივრებს, რაც ვნახეთ მთელი ამ დღეების განმავლობაში. სურათი არის ძალიან მკაფიო და ძალიან მძიმე ქვეყნისთვის და ამის შემოქმედი არის ივანიშვილის მთავრობა, ივანიშვილის სუს-ი და ივანიშვილის საარჩევნო კომისიები, რომლებმაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებით საარჩევნო დღეს და ღამეს ოპერაცია ჩაატარეს და ივანიშვილის, ე.წ. "ბიძინას კარუსლებს", რასაც ეძახიან გაკონტროლების, ხმის ყიდვის, დაშინების და ჩაყრის ინსტრუმენტების გამოყენებით. ამ მეთოდებით მოხდა ჩვენი საზოგადოების ნების აშკარა გაყალბება, ივანიშვილმა ვერ მოიპოვა მანდატი ჩვენი ხალხის, ამიტომაა ეს შედეგი, რაც ცესკო-ს უდევს არალეგიტიმური“, - განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით 19-მდე უბნის გადათვლის შედეგად, არანაირი გაყალბების კვალი და მმართველი პარტიის სასარგებლო დარღვევა არ გამოვლინდა. მისივე თქმით, გადათვლის შედეგად, მცირედით გაუმჯობესდა კიდეც მმართველი პარტიის შედეგები.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა