გიორგი გახარია - ვიცავდი ყველა წესს, თუმცა, როგორც ჩანს, კიდევ უფრო მეტი ყურადღება უნდა გამომეჩინა და ეს არის კიდევ ერთი მაგალითი ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის

ჯანმრთელობის მდგომარეობა გაცილებით უკეთესია, ვიმყოფები სახლში, ვმკურნალობ სახლის პირობებში, სრულად ვასრულებ ოჯახის ექიმის რეკომენდაციებს და ვცდილობ, რაც შეიძლება სწრაფად მოვახერხო სამსახურში დაბრუნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ ვერ დაიცვა თავი ვირუსისგან, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ვირუსი არ ცნობს არც თანამდებობას, არც პოლიტიკურ გემოვნებას.

„რა თქმა უნდა, ვცდილობდი და ვიცავდი ყველა იმ წესს, რომელსაც ეპიდემიოლოგები გვირჩევდნენ, თუმცა, როგორც ჩანს, კიდევ უფრო მეტი ყურადღება უნდა გამომეჩინა და ეს არის კიდევ ერთი მაგალითი ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს, ზედმიწევნით დავიცვათ ყველა ის წესი, რომელსაც ეპიდემიოლოგები გვიდგენენ. ეს არის ვირუსის შეჩერების ერთადერთი ყველაზე სწორი გზა. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მაინც დავინფიცირდით, საგანგაშო აქაც არაფერია, წყნარად, მშვიდად უნდა მივყვეთ ისევ ექიმების რჩევას და ვიმკურნალოთ, როცა შესაძლებელია ბინაზე ან კოვიდ-სასტუმროში და მხოლოდ და მხოლოდ გართულებულ შემთხვევაში - ჰოსპიტალებში", - განაცხადა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „იმედზე" ჩართვისას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა