გიორგი გახარია  - მსოფლიო პრაქტიკა აჩვენებს, რომ  90 პროცენტი კოვიდ ინფიცირების შემთხვევების იმართება ბინაზე, ეს საუკეთესო ევროპული პრაქტიკაა

პირველ რიგში, უნდა გავზარდოთ ბინაზე მკურნალობის ხარისხი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მსოფლიო პრაქტიკა აჩვენებს, რომ 90 პროცენტი კოვიდ ინფიცირების შემთხვევების იმართება ბინაზე.

„ეს არის საუკეთესო ევროპული პრაქტიკა. წინააღმდეგ შემთხვევაში ჰოსპიტალურ სისტემას უჭირს ზეწოლას გაუძლოს. დღეის მდგომარეობით საქართველოში გვაქვს დაახლოებით 15 000 აქტიური ქეისი, რომლიდანაც დაახლოებით 5 000, დაახლოებით 32 პროცენტი დღეს ჰოსპიტალურ სისტემაში იმართება. ეს, რა თქმა უნდა, ცუდი არ არის, ეს კარგია, მაგრამ როდესაც ჰოსპიტალურ სისტემაზე დაწოლა იზრდება, მაშინ ჩნდება რისკი, სწრაფად დამძიმებული პაციენტების დროულად ვერ დახმარების. ამიტომ შევცვალეთ ჩვენ კლინიკური მართვის მეთოდი, რომლის ძირითადი შედეგი იყო ჩვენი სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში ბევრია ოჯახები, სადაც რამდენიმე თაობა ერთად ცხოვრობს. მსუბუქმა და უსიმპტომოებმა, ბინაზე უნდა ვიმკურნალოთ, ოჯახის ექიმების დახმარებით, ასევე იქ, სადაც სოციალური იზოლაციის შესაძლებლობა არ გვაქვს და ბევრი თაობები ვცხოვრობთ ოჯახში, ამისთვის ჩვენ შევქმენით კოვიდ-სასტუმროები, სადაც მკურნალობის და ექიმის ზედამხედველობის ცოტა უფრო კარგი პირობებია და მხოლოდ ის, მაქსიმუმ 10-15 პროცენტი, ვისაც სჭირდება 24 საათიანი სამედიცინო, ექიმების მეთვალყურეობა, ეს ხალხი უნდა მოხვდეს ჰოსპიტალურ სისტემაში. ეს არის აპრობირებული, გამოცდილი საუკეთესო პრაქტიკა. ქართული, აქ განსხვავება არის იმაში, რომ ჩვენ შუაში ბუფერი გავაკეთ კოვიდ-სასტუმროები, სადაც დღეს უკვე მიეცა შესაბამისი დავალება ჯანდაცვის სამინისტროს და კოვიდ-სასტუმროებში თერაპიული მართვის რაღაც ელემენტები უნდა შევიტანოთ, დამატებითი დანადგარები, იმისთვის, რომ ექიმის ზედამხედველობა კოვიდ-სასტუმროშიც იყოს უფრო ეფექტური, ისევე, როგორც დღეს დაევალა და ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე გააკეთა ამაზე რეაგირება, შეიქმნება დამატებითი პროტოკოლი ბინაზე მართვის პირობებშიც, იმ შემთხვევაში როდესაც ოჯახის ექიმი გადაწყვეტს, რომ აუცილებელია დამატებითი კვლევების ჩატარება, სახლის პირობებში უნდა მიიღოს ეს კვლევები ჩვენმა მოქალაქემ, რომელიც მკურნალობს ბინაზე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა