ევროკავშირმა ალექსანდრე ლუკაშენკოსა და 14 ბელარუს მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსა და 14 ბელარუს მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა - შესაბამისი დოკუმენტი ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა.

სანქციების სამიზნეთა ჩამონათვალში მოხვდა პრეზიდენტის ვაჟი ვიქტორ ლუკაშენკოც.

ევროკავშირის პოზიციით, 9 აგვისტოს ბელარუსმა ჩაატარა საპრეზიდენტო არჩევნები, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამო აღმოჩნდა და მას მოჰყვა დამოუკიდებელი კანდიდატების რეპრესიები და მშვიდობიანი დემონსტრანტების სასტიკი დარბევა. სანქციები ანგარიშების გაყინვასა და მოგზაურობაზე აკრძალვას ითვალისწინებს.

ბელარუსი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციების გაფართოების თაობაზე ევროკავშირის საბჭომ პოლიტიკური გადაწყვეტილება 12 ოქტომბერს მიიღო. მანამდე ევროკავშირმა ბელარუსში არჩევნების თაობაზე კიდევ ერთი სანქციათა პაკეტი მიიღო, რომელიც 2 ოქტომბერს ამოქმედდა და სიაში 40 პირი მოხვდა. პირველ ჯერზე ლუკაშენკო სიაში არ შეიყვანეს.

ეკატერინე ციმაკურიძე - განსაკუთრებული პრობლემაა ხელისუფლების მცდელობები თავი აარიდოს 19 აპრილის შეთანხმების ისე შესრულებას, როგორც ეს თავად ამ შეთანხმებითაა ნაგულისხმევი
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2021
სტეპან გრიგორიანი - ფაშინიანმა არჩევნები იმის გამო მოიგო, რომ სომეხმა ხალხმა ყარაბაღის ომში დამარცხება მას არ დაუკავშირა
ჭარბი წონა მსოფლიოში არა მხოლოდ პრობლემა,  დიდი ხანია, პანდემიაა (R)
"თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტში“ კონფერენცია „კურორტოლოგიის როლი მედიცინაში“ გაიმართა
ტერაბანკმა FMO-სგან გრძელვადიანი დაფინანსება მიიღო