სომხეთის პრემიერის მეუღლე - ქალთა რაზმი მზად არის საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის მეუღლის ანა აკოპიანის განცხადებით, ქალთა რაზმი, რომელშიც თავადაც ერთიანდება, საბრძოლო დავალებების შესასრულებლად მზად არის. ამის შესახებ მან „ფეისბუკის“ პირად გვერდზე დაწერა.

„ათდღიანი წვრთნების შემდეგ, ჩვენი რაზმი მზად არის საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად. რაზმს სომეხი დედოფლის პატივსაცემად "ერატო" ჰქვია“, - წერს აკოპიანი.

მან ოქტომბრის ბოლოს განაცხადა, რომ 13 ქალისგან შემდგარმა რაზმმა, რომელშიც თავადაც ერთიანდება, სამხედრო წვრთნები დაიწყო, რის შემდეგაც გაემგზავრება ბრძოლის ხაზზე „სამშობლოს საზღვრების დასაცავად“.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს