კახა კახიშვილმა შემაჯამებელი ოქმები წარადგინა - არ მინდა ცალკე ვასაჩივრო ეს ოქმები, იყოს მეორე ტური

"ქართული ოცნების“ ისნის მაჟორიტარობის კანდიდატმა კახა კახიშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმები წარადგინა.

კახიშვილის განცხადებით, თავდაპირველ ოქმებში იყო ხარვეზები, რომელიც შემდეგ ჩასწორდა.

"ხედავთ წერია: კახიშვილი - 63 ხმა. როდესაც ჩვენმა დამკვირვებელმა თქვა, 63 როგორ, მანამდე 163 დაითვალე, იქვე შევიდა შესწორების ოქმი და 163 ხმა დაამატეს. მინდა გითხრათ, რომ ამ ორივე ოქმს, ხელს ერთი და იგივე ხალხი აწერს - ამ ხელმოწერებში არიან სწორედ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ვისაც საოლქო კომისიაში წარმომადგენელი ჰყავს.

მეორე ოქმი - ოქმში მიწერია ერთი ხმა, ჩემს წინ სვეტში დავით ჩიგოგიძეს უწერია ჩემი 196 ხმა. როდესაც უთხრეს, რომ თქვენ შეგეშალათ და 196 ხმა უნდა იყოს, სხვა სვეტში, იგივე ადამიანებმა შესწორების ოქმში მიუთითეს - 196.

კიდევ ერთი ოქმი, სადაც ხმა საერთოდ არ მიწერია, შესწორების ოქმში აღმოჩნდა, რომ 239 ხმა მქონდა.კიდევ ერთი ოქმია, სადაც 8 ხმა მიწერია, როდესაც დამკვირვებლებმა თქვეს 448 ხმა დაითვალეთო, შესწორების ოქმში შევიდა 448 ხმა",- განაცხადა კახიშვილმა.

მისივე თქმით, ოქმების გასაჩივრებას არ აპირებს.

"სიმართლე გითხრათ ეს პროცესები რომ დაიძაბა, ნამდვილად არ მინდა ცალკე ვასაჩივრო ეს ოქმები, რაც არის არის, იყოს მეორე ტური, ამის პრობლემას ვერ ვხედავ", - დასძინა მან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა