საფრანგეთში კორონავირუსის 60 486 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია

საფრანგეთში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 60 486 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის, - შესაბამის მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს. ამავე მონაცემების თანახმად, საფრანგეთში დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1.7 მილიონამდე გაიზარდა.

ამასთან, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 828 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 40 000-ს მიაღწია.

შეგახსენებთ, ერთი კვირაა საფრანგეთში საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს. შეზღუდვების ფარგლებში მოქალაქეებს საცხოვრებელი სახლების დატოვება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ ისინი სამსახურში, აუცილებელი პროდუქციის შესაძენად, სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით, ან დღეში 1 საათის განმავლობაში სავარჯიშოდ მიდიან. ქვეყანაში დახურულია რესტორნები და ბარები, თუმცა სკოლები და ბაგა-ბაღები ღიაა. გარდა ამისა, საფრანგეთში ღამის 22:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ე.წ. „კომენდანტის საათი“ მოქმედებს. ახალი შეზღუდვები ძალაში, სავარაუდოდ, 1-ელ დეკემბრამდე დარჩება.

იხილეთ ვიდეო: საფრანგეთში კორონავირუსის 60 486 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია

ეკატერინე ციმაკურიძე - განსაკუთრებული პრობლემაა ხელისუფლების მცდელობები თავი აარიდოს 19 აპრილის შეთანხმების ისე შესრულებას, როგორც ეს თავად ამ შეთანხმებითაა ნაგულისხმევი
ქართული პრესის მიმოხილვა 25.06.2021
სტეპან გრიგორიანი - ფაშინიანმა არჩევნები იმის გამო მოიგო, რომ სომეხმა ხალხმა ყარაბაღის ომში დამარცხება მას არ დაუკავშირა
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს ამოცანას წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მომსახურების დანერგვა
"ლიბერთი ბანკი" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი და "ტოიოტა კავკასიის" პრეზიდენტი "ტოიოტა ცენტრ ბათუმს" ესტუმრნენ
Hotsale.ge-ის აქცია - დამატებით 20%-მდე დანაზოგი ტექნიკასა და სასტუმროებზე „კრედო  ბანკის“ განვადებით სარგებლობისას
ქობულეთში შატოს ტიპის ახალი კომპლექსი „შატო კვირიკე“ გაიხსნა
„მაკდონალდსის“ ინვესტიციით საქართველოში პურ-ფუნთუშეულის საწარმო „ბრედფილდი“ იხსნება
ჭარბი წონა მსოფლიოში არა მხოლოდ პრობლემა,  დიდი ხანია, პანდემიაა (R)
"თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტში“ კონფერენცია „კურორტოლოგიის როლი მედიცინაში“ გაიმართა