ანა დოლიძემ საქალაქო სასამართლოსთან შოთის პური მიიტანა და განაცხადა, რომ „კრიმინალმა თამარ ჟვანიამ  უნდა იცოდეს, რომ სამართალი პურს აუცილებლად ჭამს“

დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელმა მაჟორიტარობის კანდიდატმა ანა დოლიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან შოთის პური მიიტანა.

როგორც დოლიძემ განმარტა, „სამართალი პურს აუცილებლად შეჭამს“.

„მე ამათ მოვუტანე შოთის პური, როგორც სიმბოლო იმისა, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძის სისტემის ყველა მოსამართლემ ძალიან კარგად უნდა იცოდეს, თამარ ჟვანია კრმინალმაც, რომ საბოლო ჯამში, სამართალი პურს აუცილებლად ჭამს. ჩვენ აქ გავასაჩვრეთ საოლქოს ყველა ოქმი და გადაწყვეტილება, იმიტომ რომ საოლქომ ვერ გაბედა და ვერ გაგვიხსნა დიდუბე-ჩუღურეთში ვერცერთი ყუთი, რადგან ძალიან კარგად იცის, რომ იქ იმალება ისეთი ჭუჭყი, რომელსაც შეუძლია, მთლიანად წალეკოს ეს ქვეყანა, მაგრამ ამ ბრძოლას არ მოვეშვებით“, - განაცხადა დოლიძემ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლო ანა დოლიძის სარჩელს განიხილავს, რომელიც საარჩევნო კომისიების მიერ შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებული ხარვეზებს შეეხება.

იხილეთ ვიდეო: ანა დოლიძემ საქალაქო სასამართლოსთან შოთის პური მიიტანა და განაცხადა რომ „კრიმინალმა თამარ ჟვანიამ უნდა იცოდეს, რომ სამართალი პურს აუცილებლად ჭამს“

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო