ლატვიაში ოთხკვირიანი კარანტინი წესდება

ლატვიაში 9 ნოემბრიდან საყოველთაო კარანტინი ცხადდება, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, კარანტინის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების თანახმად, ქვეყანაში დახურულ სივრცეში 10-ზე მეტი პირის შეკრება იკრძალება. აღსანიშნავია, რომ შეკრებილი ადამიანები ორზე მეტი სხვადასხვა ოჯახის წევრები არ უნდა იყვნენ.

ამასთან, რესტორნებს მხოლოდ გატანის სერვისის შეთავაზების უფლება ექნებათ. მაღაზიები კი ვალდებულები იქნებიან, შენობაში ერთდროულად მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის მომხმარებლები დაუშვან.

ლატვიაში კარანტინი 4 კვირის განმავლობაში იქნება ძალაში.

ცნობისათვის, ქვეყანაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 367 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 7 119-მდე გაიზარდა. ლატვიაში კოვიდ 19-ს დღემდე 87 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის