მაია ცქიტიშვილი - ავტობუსებში, სამარშუტო ტაქსებში მძღოლი გააკონტროლებს,  რომ თუ ყველა ადგილი დაკავებულია, დამატებითი ადამიანის ამოყვანა არ მოხდეს

ავტობუსში თუ ყველა ადგილი დაკავებულია, მძღოლი გააკონტროლებს, რომ დამატებითი ადამიანის ამოყვანა არ მოხდეს, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი გარკვეულ დისკომფორტს გამოიწვევს, მაგრამ დახურულ სივრცეში ვირუსის გავრცელების რისკი ძალიან მაღალია.

„ავტობუსებში, სამარშუტო ტაქსებში გვხდება, რომ ადამიანი ფეხზეც დგას. პირველ რიგში, მძღოლი გააკონტროლებს იმას, რომ თუ ყველა ადგილი დაკავებულია, ყველა ადამიანი თავის სავარძელშია მოთავსებული, დამატებითი ადამიანის ამოყვანა კონკრეტულ მარშუტზე არ მოხდება“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: ვინ გააკონტროლებს ავტობუსებსა და სამარშუტო ტაქსებში დაკავებული ადგილების რაოდენობას, რომ არ მოხდეს დამატებითი ადამიანის ამოყვანა?

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში