მაია ცქიტიშვილი obozrevatel.com-ის ჩანაწერებზე - ეს არის ის გზა, რომლითაც ისინი, სამწუხაროდ, ცდილობენ ხელისუფლებაში დაბრუნებას

ეს ჩანაწერი არის უბრალოდ ერთ-ერთი ფაქტორი, დასტური, რომ ეს არის ის გზა, რომლითაც ისინი, სამწუხაროდ, ცდილობენ ხელისუფლებაში დაბრუნებას,- ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც უკრაინული ვებ-გვერდი obozrevatel.com-ის მიერ გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერს გამოეხმაურა.

როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არ მალავენ, რომ მათი ქმედებები მიმართულია, რომ შეიქმნას პოლიტიკური, ეკონომიკური და ეპიდემიოლოგიური კრიზისი.

„რეალურად არა მხოლოდ ამ ჩანაწერების სახით, არამედ ამას ამ ოპოზიციური პარტიების ლიდერებისგანაც ყოველდღიურად ვისმენთ ეთერებში, აქციებზე. ეს ადამიანები არ მალავენ იმას, რომ მათი ქმედებები მიმართულია იმისკენ, რომ შეიქმნას პოლიტიკური, ეკონომიკური და ეპიდემიოლოგიური კრიზისი. შეგახსენებთ, აკაკი ბობოხიძის კომენტარი მახსოვს, რომელიც არა რამე სახის ჩანაწერში, არამედ ღიად, ეთერებში საუბრობს იმაზე, რომ ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ გაზაფხულამდე შეიქმნას კრიზისი, რაც შემდეგ გამოიწვევს ამ ხელისუფლების დამხობას. გარდა ამისა, ვხედავთ, რა პროცესები ვითარდება ქვეყანაში, რომელიც გასულია ყოველგვარი სამართლებრივი ჩარჩოდან. ვხედავთ, რომ გარკვეული ოპოზიციური პარტიების წარამომადგენლები არ ერიდებიან დესტრუქციას და ისეთ ქმედებებს, რომელიც არანაირად არ ჯდება დემოკრატიულ სტანდარტში, მაშინ, როდესაც ამოწურული და დასრულებულიც არაა ყველა ის სამართლებრივი პროცედურა, რომელიც საარჩევნო კოდექსითაა გათვალისწინებული. ვხედავთ შევარდნის მცდელობებს სხვადასხვა დაწესებულებებში, ეს არის ის სტილი, რომელსაც ჩვენი დესტრუქციული ოპოზიცია წლების განმავლობაში მიმართავს“,- განაცხადა ცქიტიშვილმა.

ცნობისთვის, უკრაინული ვებ-გვერდი obozrevatel.com აუდიოჩანაწერს ავრცელებს, რომელშიც მათი ინფორმაციით, ოპოზიციონერი გუბაზ სანიკიძე და თემურ ალასანია ფიგურირებენ. ვებ-გვერდის ინფორმაციით, ჩანაწერში განიხილება სამოქმედო გეგმა ხელისუფლებისთვის ძალაუფლების ძალადობრივი გზით ჩამორთმევის მიზნით. obozrevatel - ის მიერ გავრცელებულ კიდევ ერთ ჩანაწერში, მათივე ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი საუბრობს, თუმცა ვის ესაუბრება, იდენტიფიცირებული არ არის. ავთენტურია თუ არა ჩანაწერი, ამ ეტაპზე უცნობია.

იხილეთ ვიდეო: ეს ჩანაწერი არის უბრალოდ ერთ-ერთი ფაქტორი, დასტური, რომ ეს არის ის გზა, რომლითაც ისინი, სამწუხაროდ, ცდილობენ ხელისუფლებაში დაბრუნებას - მაია ციცქიშვილი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა