საქალაქო სასამართლო საბურთალოს უბნების შედეგებთან დაკავშირებით საიას სარჩელს განიხილავს

თბილისის საქალაქო სასამართლო საიას წარდგენილ სარჩელს განიხილავს, რომელიც საბურთალოს უბნების შედეგების გადათვლას შეეხება. როგორც საიას იურისტმა რატი თინიკაშვილმა განაცხადა, ისინი ითხოვენ, ხელახლა გადაითვალოს შედეგები და ეს შესაბამის შემაჯამებელ ოქმებში აისახოს.

"დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო იხილავს საია-ს სარჩელს, რომელიც უკავშირდება საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებულ ორ განკარგულებას. ამ ორი განკარგულების თანახმად, არ დაკმაყოფილდა საიას-ს საჩივარი, სადაც ვითხოვდით საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობას და შედეგების ხელახლა გადათვლას, 10 საარჩევნო უბანთან დაკავშირებით არსებობს ეს დავა. სასამართლოსგან ვითხოვთ, ბათილად ცნოს საოლქო საარჩევნო კომისიის ეს ორი განკარგულება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ჩვენი საჩივრები და საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიას დაავალოს მათ საარჩევნო უბანზე, რომელთა დაკავშირებითაც არსებობს ოქმებში დისბალანსი, არჩევნებში მონაწილე რაოდენობასა და ბიულეტენების რაოდენობას შორის, ხელახლა გადათვალოს შედეგები და ასახოს შესაბამის შემაჯამებელ ოქმებში",- განაცხადა თინიკაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: თბილისის საქალაქო სასამართლო საიას წარდგენილ სარჩელს განიხილავს

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს