ისნის საოლქო სარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თედორე გობეჯიშვილი გარდაიცვალა

ისნის საოლქო სარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თედორე გობეჯიშვილი გარდაიცვალა.„ცენტრალური საარჩევნო კომისია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თედორე გობეჯიშვილის გარდაცვალების გამო. თედორე გობეჯიშვილი 43 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. ის საარჩევნო ადმინისტრაციაში 2006 წლიდან მუშაობდა; 2008 - 2016 წლებში საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე იყო, 2018 წლის თებერვლიდან დღემდე კი ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. თედორე გობეჯიშვილს ჰქონდა საარჩევნო საკითხებზე მუშაობის დიდი გამოცდილება და გამოირჩეოდა მაღალი პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით. საარჩევნო ადმინისტრაცია უსამძიმრებს თედორე გობეჯიშვილის ოჯახს, კოლეგებს და ახლობლებს“, - ნათვქამია ცეკო-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო