ილჰამ ალიევის ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიამ კიდევ 16 სოფელი გაათავისუფლა

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, მისმა არმიამ კონფლიქტის ზონაში კიდევ 16 სოფელზე მოიპოვა კონტროლი. ამის შესახებ ალიევი ინფორმაციას „ტვიტერზე“ ავრცელებს. აზერბაიჯანის ლიდერის თქმით, არმიამ ოკუპაციისგან გაათავისუფლა ფუზულის რაიონის 6 სოფელი, ჯებრაილის რაიონის 2 სოფელი, გუბადლის რაიონის 3 სოფელი, ასევე, ზანგილანის რაიონის ერთი სოფელი, ხოჯალის რაიონის ორი სოფელი და ხოჯავენდის რაიონის ორი სოფელი.

„გაუმარჯოს აზერბაიჯანის არმიას - ყარაბაღი აზერბაიჯანია,“ - წერს ალიევი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა