ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი ფრიდონ ქარცივაძე გარდაიცვალა

ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი ფრიდონ ქარცივაძე გარდაიცვალა. გენერალური პროკურატურა გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და კოლეგებს უსამძიმრებს.

„საქართველოს პროკურატურა მწუხარებას გამოთქვამს ოზურგეთის რაიონული პროკურორის ფრიდონ ქარცივაძის გარდაცვალების გამო. ფრიდონ ქარცივაძე იყო სამაგალითო კოლეგა, პროფესიონალი, მაღალკვალიფიციური პროკურორი და ღირსეული ადამიანი. იგი მრავალი წლის მანძილზე მასზე დაკისრებულ მოვალეობას სანიმუშოდ ასრულებდა. პროკურატურაში საქმიანობის პერიოდში ფრიდონ ქარცივაძე წარმატებული მუშაობისთვის მრავალჯერ დაჯილდოვდა. 2019 წელს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობისა და კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ღირსების ორდენი გადაეცა. საქართველოს პროკურატურა ამ უდიდესი დანაკარგის გამო სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს და კოლეგებს“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს