ცესკო - საოლქო საარჩევნო კომისიებში კენჭისყრის და შემდგომ დღეებში, დაახლოებით, 1800 საჩივარი შევიდა

ცესკო-ს ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიებში კენჭისყრისა და შემდგომ დღეებში, დაახლოებით, 1800 საჩივარი შევიდა. მათი ცნობით, კენჭისყრის დღესთან დაკავშირებული საჩივრები, ძირითადად, პროცედურულ საკითხებს შეეხებოდა, ხოლო კენჭისყრის დღის შემდგომი საჩივრები - საუბნო საარჩევნო კომისიების შედეგებსა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების კანონიერებას.

„აღსანიშნავია, რომ საჩივრების უმეტესობა საოლქო კომისიებში პროცედურების დარღვევით იყო წარდგენილი. განხილვის შედეგების შესახებ ინფორმაცია დეტალურად მუშავდება და შემდგომში იქნება წარმოდგენილი. შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით გვინდა აღვნიშნოთ, რომ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ყველა ოქმიდან, განსხვავებული აზრი წარმოდგენილი იყო მხოლოდ 4 შემთხვევაში. მცირე გამონაკლისის გარდა, შემაჯამებელ ოქმებზე ფიქსირდება კენჭისყრის დღეს უბანზე მყოფი ყველა კომისიის წევრის ხელმოწერა. ამასთან გაცნობებთ, რომ პარლამენტის არჩევნების წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლების ბიულეტენების 3.27% ბათილად იქნა ცნობილი პროპორციულ ნაწილში, ხოლო 4.15% მაჟორიტარულ ნაწილში, რაც 2016 წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით, პროპორციულ ნაწილში 0.24%-ით ნაკლებია, ხოლო მაჟორიტარული წესით ჩატარებულ არჩევნებთან შედარებით, მცირედით მეტია, კერძოდ 0.04%-ით.

რაც შეეხება ინფორმაციას შედეგების გადათვლასთან დაკავშირებით, საოლქო საარჩევნო კომისიებმა სულ გადაითვალეს 19 საარჩევნო უბნის შედეგი. უმეტეს შემთხვევაში, საარჩევნო უბნების შედეგები დარჩა უცვლელი, ზოგიერთი კი, საოლქო საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებით, დაზუსტდა და შეიცვალა. მნიშვნელოვანია, რომ №27 მცხეთის საოლქო საარჩევნო კომისიამ №11.27.46 საუბნო საარჩევნო კომისიის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი ბათილად ცნო, რაც, წინასწარი მონაცემებით, იწვევს ამ მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურს. დათვლისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, 18 გადასატანი ყუთი დალუქულ მდგომარეობაში შევიდა საოლქო საარჩევნო კომისიებში. მათგან, 8 გადასატანი ყუთის მონაცემი დაემატა საარჩევნო უბნის შედეგებს (პროპორციული და მაჟორიტარული). 1 გადასატანი ყუთის მონაცემი საარჩევნო უბნის შედეგებს ნაწილობრივ (პროპორციული) დაემატა, ხოლო მაჟორიტარული წესით გაბათილდა. 9 გადასატანი ყუთი სრულად გაბათილდა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ინფორმაციის განახლებასთან ერთად საზოგადოებისთვის ცნობილი იქნება დეტალური ინფორმაცია,“- ნათქვამია ცესკო-ს განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - 3+3-ის ფორმატის უსარგებლობა და საფრთხის შემცველობა ცხადია, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე მასში საქართველოს გაწევრიანება, შესაძლოა, რუსეთიდან ჩვენზე ზეწოლის ერთ-ერთი მიმართულებაც იყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.01.2022
იოსებ ბარათაშვილი - ხაზარაძე-ჯაფარიძისა და წერეთლის საქმე  ერთი მხრივ, შერჩევითი და შეკვეთილი  მართლმსაჯულების, ხოლო მეორე მხრივ კი გამოძიების მწარმოებელი ორგანოს არაკომპეტენტურობის ნიმუშია
ტერაბანკი სამომხმარებლო სესხებსა და საკრედიტო ბარათებზე აქციას იწყებს
"სილქნეტის" ულიმიტო პაკეტები აქტიური ზამთრისთვის