ამირან გამყრელიძე - კეთილი ვინებოთ, ვინც იქნება აქციაზე, ყველამ დავიცვათ დისტანცია, ყველას ჰქონდეს პირბადე,  არ იყოს ერთმანეთთან ჩახუტება, გადაკოცნა

ადამიანის ერთ-ერთი მთავარი უფლება არის გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ ამაზე უფრო მაღალია სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა. ამირან გამყრელიძის თქმით, აქცია იქნება თუ ნებისმიერი სხვა ტიპის თავშეყრა, არ უნდა გახდეს ინფექციის გავრცელების წყარო.

„ჩემი ამოსავალი წერტილი გახლავთ, დეკლარაცია ადამიანის უფლებების შესახებ, ერთ-ერთი მთავარი უფლებაა გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ, ამაზე უფრო მაღალი უფლებაა ადამიანის სიცოცხლის და ადამიანის ჯანმრთელობის უფლება. ამიტომ უნდა დავაბალანსოთ ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, გამოხატვას ვერავინ ვერავის ვერ და არ აუკრძალავს, მაგრამ კეთილი უნდა ვინებოთ, რომ მიტინგი იქნება თუ სხვა ტიპის შეკრება არ იქცეს ინფექციის გავრცელების დამატებით წყაროდ“,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მან მოსახლეობას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ნებისმიერი სახის დიდი შეკრება ინფექციის გავრცელების წყაროა.

„კეთილი ვინებოთ, ვინც იქნება აქციაზე, ყველამ დავიცვათ დისტანცია, ყველა ჰქონდეს პირბადე, იყოს საშუალება, რომ ხშირად დავიმუშაოთ ხელები. არ იყოს მისალმება იმ ტიპით, რაც გვიყვარს ქართველებს, ერთმანეთთან ჩახუტება, გადაკოცნა და ასე შემდეგ. ამას მგონი ამ პერიოდის განმვალობაში პანდემიამ ცოტა გადაგვაჩვია“,-განაცხადა გამყრელიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ დაინიშნა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, რისი ალბათობა რეალურია, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ვერც ერთი პარტია გადამწყვეტ უმრავლესობას ვერ მოიპოვებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2021
ვიქტორ ყიფიანი - მოსკოვს ჰიბრიდულ-რევიზიონისტული საგარეო კურსის შესანარჩუნებლად სჭირდება ჟენევის მსგავსი ფორმატები, ძველი ან ახალი „წითელი ხაზების“ მონიშვნით საკუთარი და სხვისი ძალების მოსინჯვა
შვეიცარული პრემიუმ ბრენდი HORMETA უკვე ხელმისაწვდომია საქართველოში, ექსკლუზიურად PSP-ში
ვაშლის და საზამთრო-ნესვის არომატი – "სნო" ზაფხულს წყლის ახალი არომატებით იწყებს (R)
მოგზაურობა ძველ თბილისში და კულინარიული სამოთხე გურმანებისთვის - თბილისში უნიკალური სივრცე „ბაზარი“ გაიხსნა
ბინა განვადებით ლარში - „თეთრი კვადრატის“ ექსკლუზიური შეთავაზება უძრავი ქონების ბაზარზე