გიგი წერეთლის განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან რამე ამბოხზე საუბარი სრული სისულელეა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი წერეთლის განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან რამე ამბოხზე საუბარი სრული სისულელეა. ასე გამოეხმაურა წერეთელი უკრაინული ვებ-გვერდი obozrevatel.com აუდიოჩანაწერს.

წერეთლის განცხადებით, ოპოზიცია ერთადერთ რამეს ცდილობდა, რომ არჩევნებში კარგი შედეგები ეჩვენებინა, თუმცა ფართომასშტაბიანი დარღვევებისა და გაყალბების ფონზე ეს ვერ მოხერხდა.

„საერთოდ ამორალურია გარკვეული ჩანაწერების გამოქვეყნება და სამწუხაროა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა. რაც შეეხება ამბოხს, თუ შეიძლება რბილად ვთქვა, ამაზე ლაპარაკი იქნება სრული სისულელე, იმიტომ, რომ არაერთხელ, ასევე, მოგვისმენია ამაზე კიდევ უფრო რთული და მძიმე სისულელეები, მაგრამ არაფერი რეალობას არ შეესაბამებოდა. გარკვეული მცდელობები იმისა, რომ წარმოაჩინონ თითქოს ოპოზიცია რაღაცას ამზადებდა, აბსოლუტურად ტყუილია. ოპოზიცია ამზადებდა იმას, რომ მათ სურდა მიეღწიათ კარგი შედეგისთვის არჩევნებში, მაგრამ როგორც ამ არჩევნებმა გვაჩვენა, ასეთი ფართომასშტაბიანი დარღვევებისა და გაყალბების შემთხვევაში, ეს ვერ მოხერხდა. ახლა, ამის რაღაცნაირად ლეგალიზება ამგვარი ფოკუსებით, ნამდვილად არ გამოუვათ და არც არავის სჯერა ამის,“- განაცხადა წერეთელმა.

ცნობისთვის, უკრაინული ვებ-გვერდი obozrevatel.com აუდიოჩანაწერს ავრცელებს, რომელშიც მათი ინფორმაციით, ოპოზიციონერი გუბაზ სანიკიძე და თემურ ალასანია ფიგურირებენ. ვებ-გვერდის ინფორმაციით, ჩანაწერში განიხილება სამოქმედო გეგმა ხელისუფლებისთვის ძალაუფლების ძალადობრივი გზით ჩამორთმევის მიზნით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა