ავსტრიაში კორონავირუსის 8 421 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 37 ადამიანი გარდაიცვალა

ავსტრიაში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 8 421 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავსტრიულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ვირუსს ქვეყანაში კიდევ 37 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ცნობისათვის, ავსტრიაში რამდენიმე დღის წინ კორონავირუსთან დაკავშირებული ახალი შეზღუდვები დაწესდა, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეებს საღამოს 8-დან დილის 6 საათამდე გარეთ გასვლა ეკრძალებათ, ასევე დაუშვებელია ორზე მეტი ოჯახის წევრების შეკრება. დაიხურა მუზეუმები, თეატრები, კინოთეატრები და საცურაო აუზები, აიკრძალა ყველა სახის ღონისძიება, მათ შორის ქორწილები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო