„ევექსი ჰოსპიტლებმა“ აჭარაში ინფიცირებულთა სამკურნალოდ გამოყოფილი საწოლების რაოდენობა გაზარდა

„ევექსი ჰოსპიტლებმა“ აჭარის რეგიონში კოვიდ პაციენტების სამკურნალოდ გამოყოფილი საწოლთა რაოდენობა გაზარდა. დღეის მდგომარეობით მას ქობულეთსა და ბათუმში უკვე 178 პაციენტის მიღება შეუძლია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ევექსიდან“ აცნობეს, ბათუმში ინფიცირებული პაციენტების მართვაში 108 საწოლით ორი მძლავრი ჰოსპიტალი ჩაერთო. დღეიდან ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი მოზრდილ კოვიდ დადებით პაციენტებს, ხოლო იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ჰოსპიტალი პედიატრიული ასაკის ინფიცირებულებს და მათ თავმდგმურებს მოემსახურება.

„ორივე ჰოსპიტალი ინფექციური პროფილით საჭირო, გამართულ ინფრასტრუქტურას უზრუნველყოფს, შესაბამისად აღნიშნული სამედიცინო ცენტრები არაინფექციური პაციენტებისთვის სამედიცინო სერვისების უწყვეტობას ჩვეულ რეჟიმში, თუმცა - პაციენტების მკაცრი ზონირების დაცვით განაგრძობს. ინფიცირებული და არაინფიცირებული პაციენტების მაქსიმალური უსაფრთხო ტრიაჟისთვის სამედიცინო ცენტრებში გამოიყო დამოუკიდებელი შესასვლელები, მოეწყო იზოლირებული საოპერაციო ბლოკები და ერთმანეთისგან გამიჯნული საპალატე სივრცეები. ჰოსპიტლებში ინფიცირებულთა მკურნალობაში COVID-19-ის პრევენციისა და კონტროლის საკითხებში გადამზადებული მედპერსონალი ჩაერთო. საჭიროების შემთხვევაში კოვიდ დადებითი პაციენტებისთვის ჰოსპიტლებში ჩატარდება გადაუდებელი და გეგმური სამედიცინო მომსახურებები როგორც მოზრდილებში, ასევე პედიატრიული და ნეონატოლოგიური მიმართულებით. „ევექსი ჰოსპიტლების“ მიერ 70 საწოლზე გაშლილი ქობულეთის რეფერალური ჰოსპიტალი უკვე თვეზე მეტია ჩართულია კოვიდ ინფიცირებული პაციენტების მკურნალობაში, სადაც წარმატებით იმართა და ბინაზე გაეწერა 200 პაციენტი. ეს არის "ევექსი ჰოსპიტლების" მიერ საწოლფონდის გამოყოფის რიგით მე-7 ეტაპი. ქვეყნის მასშტაბით კოვიდ ინფიცირებული პაციენტების მართვაში ჰოსპიტალური ქსელი 871 საწოლით არის ჩართული“,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა