ირანში კორონავირუსის 9 450 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 423 ადამიანი გარდაიცვალა

ირანში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 9 450 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის, - შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 423 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ირანში, პანდემიის გავრცელების დროიდან კოვიდ 19-ით ინფიცირების 673 250 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 37 832 პაციენტი დაიღუპა.

ირანში 10 ნოემბრიდან კორონავირუსთან დაკავშირებით ახალი შეზღუდვები წესდება, რომლის ფარგლებშიც ყველა არააუცილებელი ბიზნეს ობიექტი საღამოს 6 საათზე დაიხურება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა