ხატია დეკანოიძე - რაც არ უნდა გააკეთონ, რა გზასაც არ უნდა მიმართონ, ახალი არჩევნები დაინიშნება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის განცხადებით, ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვები ოპოზიციის გეგმებს ხელს ვერ შეუშლის. როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, რა გზასაც არ უნდა მიმართოს ხელისუფლებამ ახალი არჩევნები დაინიშნება თავისუფალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში. ამასთანავე, დეკანოიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ შეზღუდვები სწორედ იმისთვის დააწესა, რომ ადამიანებს პროტესტის გამოხატვაში ხელი შეუშალონ.

„პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ ეს შეზღუდვები, ზუსტად, დაწესებულია იმისთვის, რომ ადამიანებს ხელი შუშალონ პროტესტი გამოხატვაში და ფიქრობენ, რომ ჩაკეტავენ ქალაქებს. ამდენი ხნის განმავლობაში არ გადაუდგამთ ეს ნაბიჯი, ახლა ჩაკეტეს, ამიტომ მე არ ვფიქრობ, რომ ამ ხელისუფლებას საერთოდ რამე უშველის. რაც არ უნდა გააკეთონ, რა გზასაც არ უნდა მიმართონ, ახალი არჩევნები დაინიშნება თავისუფალი საარჩევნო ადმინისტრირებით. ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ ამას,“- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა