ხატია დეკანოიძე - მივმართავ კობახიძის ადიუტანტებს, თქვენ ხართ ამორალური ადამიანები, სრულიად ფსკერი, რაფალიანცის შემთხვევის შემდეგ, იგივე ამორალურობაზე საუბრობთ

გყოფნით იმის თავხედობა, უტიფრობა თქვენ მართლა 1 500-ლარიანო ექსპერტებო, ბიძინას მონებო, რომ გამოდიხართ და ადამიანის სიცოცხლეს პოლიტიკური მანიპულაციებისთვის იყენებთ. ეს არის ყველაზე უფრო დიდი არაადამიანობა და ფსკერი, რომელიც ოდესმე მოგვისმენია. დიახ, მსგავსი რამ გახასიათებთ და ეს ძალიან კარგად ვიცით, მაგრამ იცოდეთ, რომ თქვენი დღეები დათვლილია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა ისნის საოლქო სარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თედორე გობეჯიშვილის გარდაცვალების შემთხვევას.

როგოც ხატია დეკანოიძემ განაცხადა, როცა ხელისუფლებიდან ბიძინა ივანიშვილი წავა, გამოძიების ობიექტურად წარმართვის შემთხვევაში, საზოგადოება გაიგებს, რომ „ცესკო-ს მხრიდან ნამდვილად აქვს ძალადობას ყველა იმ ადამიანზე, რომელიც მონაწილეობდა ამ (საარჩევნო) პროცესში.

„სიმართლე გითხრათ, ამ თემაზე საუბარს არ ვაპირებდით, ვიანიდან საქმე ეხება ადამიანის სიცოცხლეს, მაგრამ დღეს, „ქართული ოცნების“ კიდევ ერთმა ამორალურმა ფსკერმა პოლიტიკური მანიპულაციები მოახდინონ ადამიანის სიცოცხლით, გადაგვაწყვეტინა, რომ აუცილებლად უნდა გამოვეხმაურო „ქართული ოცნების“, კობახიძის ადიუტანტების 1 500-ლარიანი ექსპრტების და ყველა იმ ამორალური ადამიანის განცხადებებს, ვინცა ახლა ვაჭრობს ადამიანის სიცოცხლით. პირველ რიგში, ძალიან დიდი მწუხარება მინდა გამოვხატო ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების გამო, ვიზიარებ წუხილს, თანავუგრძნობ ოჯახს, მაგრამ აქვე უნდა ვთქვა, რომ ის, რაც იკადრეს და რაც კადრულობენ „ქართული ოცნების“ კობახიძის და ბიძინა ივანიშვილის მონები და მსახურები ეს ყოველგვარ ზღვარს სცდება, ეს არის ფსკერზე უფრო ქვემოთ, ვინაიდან გაყალბებული არჩევნების, უამრავ ადამინზე ზეწოლის შემდეგ კომისიის უამრავ წევრზე ზეწოლის შემდეგ გამოიდიან და ჰყოფნით იმის თავხედობა და უტიფრობა, რომ კვლავ ადამიანის სიციოცხლით პოლიტიკურ მანიპულაციებზე ისაუბრონ. მინდა, მივმართო „ქართულ ოცნებას“, მინდა მივმართო თითოეულ ადამიანს, რომელიც საუბრობს ბიძინა ივანიშვილის, კობახიძის და სხვა ჯამბაზების სახელით, მინდა მივმართო გიორგი ხელაშვილს, ბოჟაძეს, ნიკოლაიშვილს და „ქართული ოცნების“ სხვა მონებსა და იდეოლოგებს, რომლებიც ქვეყანაში რუსულ გავლენას ატარებენ და აძლიერებენ კრემლის პროპაგანდას, რა გჭირთ ხალხო, ნუთუ არ გაგაჩნიათ ელემენტარული მორალი, ადამიანობა, რომ დღეს ამ სიტუაციაში კვლავ არ ივაჭროთ ადამიანის სიცოცხლით და პოლიტიკურ მანიპულაციებზე არ ისაუბროთ. ნუთუ არ გაგაჩნიათ ელემენტარული შინაგანი შეგრძნება იმისა, თუ რა დღეშია დღეს, თუნდაც ამ ადამიანის ოჯახი, რას ყვებით, საერთოდ, რა დაგმართნიათ?! მივმართავ კობახიძის ადიუტანტებს, თქვენ ხართ ამორალური ადამიანები, სრულიად ფსკერი, ვიანიდან დღეს ბედავთ და რაფალიანცის შემთხვევის შემდეგ იგივე ამორალურობაზე და იგივე ფსკერზე საუბრობთ“, - განაცხადა ხატია დეკანოიზემ.

მის თქმით, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები ცესკო-ს მხრიდან ზეწოლის ქვეშ არიან. „საქართველოს მოსახლეობის 1/3-ს ხმების გაყალბების შემდეგ გყოფნით იმის თავხედობა, რომ გამოდიხართ და ადამიანის სიცოცხლით მანიპულაციას აკეთებთ. ეს არის წარმოუდგენელი ამორალურობა, არაადამიანობა“, - განაცვხადა დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ წევრის გიორგი ხელაშვილის განცხადებით, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებზე „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მხრიდან ზეწოლა და მუქარა ხორციელდებოდა. „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები გუშინ რამდენიმე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს რეპრესიებით ემუქრებოდნენ ზეწოლისა და მუქარის გამოყენებით. ერთ-ერთი ამგვარი ზეწოლის შემთხვევა მოხდა სწორედ ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის მიმართ, რომელიც გარდაიცვალა. ჩვენ მოვუწოდებთ სამართალდამცველებს, დაუყოვნებლივ აღძრან სისხლის სამართლის საქმე ამ მიმართულებით,“- განაცხადა ხელაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: "სრულიად ფსკერი" - გობეჯიშვილის გარდაცვალებაზე "ოცნების" ბრალდებებს ხატია დეკანოიძე პასუხობს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა