აქციის მონაწილეებმა ცესკოსთან "გრინჩის" ფიტული მიიტანეს, სადაც ბიძინა ივანიშვილის და თამარ ჟვანიას ფოტოებია განთავსებული

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან აქცია მიმდინარეობს. შენობასთან ოპოზიციური პარტიების წევრები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ, კერძოდ, ადგილზე "ევროპული საქართველოს" და "ლელოს" მხარდამჭერები იმყოფებიან.

მათ ადგილზე პერსონაჟ "გრინჩის" ფიტული მიიტანეს, სადაც ბიძინა ივანიშვილის და თამარ ჟვანიას ფოტოებია განთავსებული. აქციის მონაწილეებსა და ცესკო-ს შენობას შორის რკინის ჯებირია აღმართული.

აქციის მონაწილეები ცესკოს არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ.

"ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ამ მანკიერი სისტემის წინააღმდეგ, ამ ქურდბაცაცა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, რომელმაც თითოეული ჩვენგანის ხმა მოიპარა. ეს ბრძოლა გრძელდება! -განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა