მედია - საფრანგეთში მართლმადიდებელ მღვდელზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს, რომელიც საქართველოს მოქალაქეა

საფრანგეთის ქალაქ ლიონში სამართალდამცავებმა 40 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც მართლმადიდებელ მღვდელზე თავდასხმაშია ეჭვმიტანილი, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია გამოცემა Le Parisien-ზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაკავებული პირი საქართველოს მოქალაქე აღმოჩნდა.

პოლიციის განყოფილებაში იმყოფება დაკავებულის მეუღლეც, რომელიც საქართველოს მოქალაქე არ არის და მისი დაბადების ადგილი რუსეთია. როგორც გამოცემას წყარომ განუცხადა, დაკავებულმა დანაშაული უკვე აღიარა და განაცხადა, რომ მღვდელს ეჭვიანობის ნიადაგზე ესროლა.

შეგახსენებთ, საფრანგეთის ქალაქ ლიონში მღვდელს 31 ოქტომბერს დაესხნენ თავს და ცეცხლსასროლი იარაღით მძიმე ჭრილობა მიაყენეს. მედიის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილის შესახებ ინფორმაცია დაჭრილი მღვდლისგან მას შემდეგ მიიღეს, რაც ის კომიდან გამოვიდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა