ემანუელ მაკრონი - ამერიკელებმა პრეზიდენტი აირჩიეს, ვულოცავ ჯო ბაიდენსა და კამალა ჰარისს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ჯო ბაიდენს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს და აცხადებს, რომ საერთო გამოწვევების გადასალახად ერთად ბევრი რამ უნდა გააკეთონ.

„ამერიკელებმა პრეზიდენტი აირჩიეს, ვულოცავ ჯო ბაიდენსა და კამალა ჰარისს. დღევანდელი გამოწვევების გადასალახად ბევრი რამ უნდა გავაკეთოთ. მოდით, ერთად ვიმუშავოთ!“ - წერს მაკრონი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

შეგახსენებთ, მედიის ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა პენსილვანიის შტატში მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუგო, რითაც მან საარჩევნო კოლეგიაში დამატებით 20 ხმა მოიპოვა და საერთო ჯამში, არჩევნებისთვის საჭირო 270 ხმაზე მეტი მოაგროვა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს