იენს სტოლტენბერგი ჯო ბაიდენს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ჯო ბაიდენს შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

„ვულოცავ ჯო ბაიდენს ამერიკის 46-ე პრეზიდენტად არჩევას. მოუთმენლად ველი მასთან თანამშრომლობას. ასევე ვულოცავ კამალა ჰარისს, როგორც პირველ ქალ ვიცე-პრეზიდენტს“,- წერს იენს სტოლტენბერგი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.

შეგახსენებთ, მედიის ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა პენსილვანიის შტატში მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუგო, რითაც მან საარჩევნო კოლეგიაში დამატებით 20 ხმა მოიპოვა და საერთო ჯამში, არჩევნებისთვის საჭირო 270 ხმაზე მეტი მოაგროვა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო