ადვოკატის  განცხადებით, ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე  დაკავებული აკაკი ხუსკივაძე პოლიციის განყოფილებაში შეუძლოდ გახდა

ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პირის აკაკი ხუსკივაძის ადვოკატის თამარ ქუთათელაძის განცხადებით, ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში მისი დაცვის ქვეშ მყოფი შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფო გამოიძახეს. ადვოკატის ინფორმაციით, აკაკი ხუსკივაძე საბურთალოს პოლიციასთან მისი ავტომობილის ჩხრეკის დასრულების შემდეგ დააკავეს.

"განსაკუთრებული ცინიზმით გამოირჩევიან პოლიციის თანამშრომლები. ადამიანი ცუდად იყო. არ აპირებდნენ სასწრაფოს გამოძახებას, მე შევატყობინე ხალხს გარეთ რომ ცუდად იყო. ბრალდებული ისე წაიყვანეს, დაკავების ოქმი არ გადასცეს არც მას და არც მეც. ბრალის დადგენილებაც არ გადმოგვცეს. საერთოდ, ბრალდებულის უფლებებიც მე წავუკითხე, პოლიციას ამის სურვილი და ვალდებულება თურმე არ ჰქონდა",-აცხადებს თამარ ქუთათელაძე.

შეგახსნებთ, ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე დააკავეს. ადვოკატების ინფორმაციით, დაკავებულებს ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში ბრალი წარუდგინეს ქრთამის შეთავაზებისა და მუქარის მუხლებით.

ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დღეს დაიწყო.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს