პარლამენტის წინ დღეს დაგეგმილი აქციისთვის ემზადებიან

რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის წინ დღეს დაგეგმილი საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან. ადგილზე სცენის მოწყობა მიმდინარეობს.

,,ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, რუსთაველის მოედანზე ათი ათასობით ადამიანს ელოდებიან და გამოვა ყველა ის ადამიანი ვინც თვლის, რომ არჩევნები წაართვეს.

,,ნამდვილად არ გვაქვს დათვლილი ხალხის რაოდენობა, ყველა პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი იდგება აქ, მაგრამ არ არის საუბარი მხოლოდ პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერებზე, გამოვა ყველა ის ადამიანი, ვინც თვლის, რომ მას არჩევნები წაართვეს. ეს იქნება ათი ათასობით ადამიანი.

მაქსიმალურად შევეცდებით, რომ დავიცვათ ყველა ის წესი, რომელსაც ითვალისწინებს რეგულაციები კოვიდთან დაკავშირებით. დარიგდება პირბადეები, მაქსიმალურად მოვუწოდებთ ხალხს, რომ დისტანცია დაიცვან. ,,ქართულმა ოცნებამ” დააწესა შეზღუდვები იმისათვის, რომ ქუჩაში არ გამოვიდეს ხალხი და არა კოვიდთან საბრძოლველად, ეს ნამდვილად ვერ შეაჩერებს დღეს ხალხის პროტესტს”, - აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.

სხვადასხვა ოპოზიციური პარტია დღეს, თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბება, საიდანაც ისინი მსვლელობით პარლამენტის წინ მივლენ. მანამდე კი, დედაქალაქისკენ რეგიონებიდან ავტოკოლონები დაიძვრება. საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე, 15:00 საათზე დაიწყება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა