ალეკო ელისაშვილი - თავისით არაფერი არ მოდის, თუ გვინდა, რომ საქართველოში ნორმალური არჩევნები ტარდებოდეს, დღეს უნდა გამოვიდეთ

თავისით არაფერი არ მოდის, თუ გვინდა, რომ ნორმალური არჩევნები ტარდებოდეს საქართველოში დღეს უნდა გამოვიდეთ, - ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა რუსთაველის მოედანზე მოსვლის შემდეგ, დღეს დაგეგმილ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების მხრიდან, 22:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, აქციების წინააღმდეგ არის მიმართული და კორონავირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით სასაცილოა.

,,ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, ჩვენ რომ არ გვებრძოლა პროპორციულთან მიახლოებული წესით არჩევნებიც არ იქნებოდა. მაშინ ბიძინა ივანიშვილმა გადაგვაგდო და რომ არა ქუჩაში ბრძოლა, შედეგი არ გვექნებოდა. არაფერი თავისით არ მოდის, თუ გვინდა რომ ნორმალური არჩევნები ტარდებოდეს საქართველოში დღეს უნდა გამოვიდეთ დავენახოთ ხელისუფლებას და ვუთხრათ: არ გადავყლაპავთ ამ შეურაცხყოფას, არ გაპატიებთ ჩვენთვის არჩევნების მოპარვას. თუ ბევრი ხალხი გამოვა მიხვდებიან, რომ უკან უნდა დაიხიონ.

„კომენდანტის საათი“, რომელიც დააწესეს მიმართულია აქციების წინააღმდეგ, რა ლოგიკაა იმაში, რომ 10-დან 7-მდე სახლიდან არ უნდა გამოვიდეთ? კორონასთან ბრძოლის თვალსაზრისით ეს არის სასაცილო. როგორც ქუჩებს რეცხავდნენ და ვითომ კორონას ებრძოდნენ ასეთივე ბოდვა არის ეს ღამე აკრძალვა”, - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო