ირაკლი კობახიძე - მზად ვართ პარტნიორების მოწოდება გავითვალისწინოთ

მზად ვართ პარტნიორების მოწოდება გავითვალისწინოთ, - ასე ეხმიანება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე საელჩოების განცხადებას.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ მზად არის ყველას ესაუბროს არჩევნებთან დაკავშირებულ სადავო საკითხებზე.

„საელჩოების მოწოდება არის, რომ ყველაფერს, რაც არის დაკავშირებული არჩევნებთან, ყველა სადავო საკითხს ნათელი მოეფინოს. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვართ მზად საუბრისთვის ყველასთან და ჩვენ მზად ვართ, რომ ჩვენი პარტნიორების ეს მოწოდება გავითვალისწინოთ. რაც შეეხება არჩევნებთან დაკავშირებული დეტალების ნათელის მოფენას, ამასთან დაკავშირებით ბუნებრივია ყველას ვესაუბრებით,“- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისათვის, აშშ-ის საელჩოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობის ერთობლივ განსცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს სჭირდება პარლამენტი, რომელიც შეძლებს თავისი როლის შესრულებას გადაუდებელი პრობლემების გადაჭრაში. „მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, განაგრძონ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული მტკიცებულებების განხილვა სამართლებრივი საშუალებების გამოყენებით, იმ დემოკრატიული პროცესების ფარგლებში, რომელიც საქართველომ ბოლო 20 წლის განმავლობაში შექმნა,“-აღნიშნულია განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს