„გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა“ მომავალი პედაგოგებისთვის სტიპენდიები დააწესა

„გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის“ ინიციატივით, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური სტიპენდიების ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდიდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ღონისძიებაზე ხელშეკრულება გაფორმდა განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის იმ ათ წარჩინებულ სტუდენტთან, რომლებმაც ყველაზე მაღალი ქულები დააგროვეს გასულ სასწავლო წელს და შედეგად "გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის" სტიპენდიანტები გახდნენ.

„შეხვედრას „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის“ დირექტორი ზურაბ კერვალიშვილი, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ირმა შიოშვილი, პროფესორ მასწავლებლები და ფონდის ახალი სტიპენდიანტები დაესწრნენ.

„გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის“ მიერ ინიცირებული სასტიპენდიო პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს პედაგოგის პროფესიის პოპულარიზაციას, დამატებითი მოტივაცია გაუჩინოს მომავალ პედაგოგებს, პარტნიორ უნივერსიტეტებში შექმნას მაღალი აკადემიური მოსწრების აბიტურიენტების მოზიდვის მეტი შესაძლებლობა. ამ მიზნის მისაღწევად გპფ-მ უკვე გამოყო სტიპენდიები სამი სახელმწიფო უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტებისთვის, რომლებიც ჩამოთვლილ უმაღლეს სასწავლებლებში ქვეყნის საშუალო განათლების პედაგოგიურ კონტინგენტს გააძლიერებს. პროექტის ფარგლებში მიმდინარე კვირას უკვე გაფორმდა ხელშეკრულება გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტთან. უახლოეს პერიოდში ასევე იგეგმება შეხვედრა სამცხე-ჯავახეთი სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმატებულ სტუდენტებთან, რომლებიც ფონდის სტიპენდიანტები გახდნენ.

ჩამოთვლილ უნივერსიტეტებთან მიმდინარე წლის ზაფხულში უკვე გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის საფუძველზეც ფონდის მიერ გამოიყო სტიპენდიები გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის, თელავის სახელმწიფო უნივერსტიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის იმ გამორჩეული და წარჩინებული სტუდენტებისათვის, რომლებიც პედაგოგის პროფესიას ეუფლებიან და ამ სფეროში ახორციელებენ სამეცნიერო მუშაობას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა