ირაკლი კობახიძე გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე - მოდით, აქცენტი საუბრის შინაარსზე გავაკეთოთ და არა ამ ინფორმაციის მოპოვების წყაროზე

თუ ამ ადამიანებს სახელმწიფო უწყება უსმენს, რა თქმა უნდა, პრობლემაა, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რა არის გავრცელებული ფარული ჩანაწერების წყარო - მოდით, აქცენტი საუბრის შინაარსზე გავაკეთოთ და არა ამ ინფორმაციის მოპოვების წყაროზე, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციურ ლიდერებთან დაკავშირებული ფარული ჩანაწერების თაობაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

კობახიძე მიიჩნევს, რომ უკანონო მოსმენზე საუბარი არის აქცენტების გადატანა.

“მთავარი, რაც საზოგადოებამ გაიგო არის ის, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ არის აბსოლუტურად ყალბი ოპოზიციური ძალა - ფიქრობენ ერთ რამეს და გარეთ მეორეს ლაპარაკობენ. კონკრეტულად სალომე სამადაშვილი ამბობდა, რომ თითქოს “ქართული ოცნება“ პრორუსული, რუსული საქმის განმახორციელებელი პოლიტიკური ძალა იყო. მეგობართან, კოლეგასთან პირად საუბარში ამბობს, რომ ყველაფერი საპირისპიროდ ყოფილა. მოდით, ნუ გადაიტანენ აქედან აქცენტს - რეალურად, ფიქრობენ, რომ ჩვენ ვართ პროდასავლური ძალა, ხოლო გარეთ ლაპარაკობენ, რომ ვართ პრორუსული ძალა. არ ვიცი, ვინ ვის მოუსმინა. არის გარკვეული ფარული ჩანაწერი, რომელიც ცხადყოფს, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ არის აბსოლუტურად ყალბი პოლიტიკური ძალა, ყალბი ადამიანებით დაკომპლექტებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა