ირაკლი კობახიძე ლევან თარხნიშვილის განცხადებაზე - ამ პოლიტიკური ძალის ბუნებაა, რომ საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებას არად დაგიდევს - თუ ვინმე წესებს დაარღვევს, რეაგირება იქნება

ამ პოლიტიკური ძალის ბუნებაა, რომ საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებას არად დაგიდევს - თუ ვინმე წესებს დაარღვევს, რეაგირება კანონის შესაბამისი იქნება, - აღნიშნული განცხადება დღეს “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა. ამით კობახიძე „ევროპული საქართველოს“ წევრის ლევან თარხნიშვილის სოციალურ ქსელში გაკეთბულ განცხადებას გამოეხმაურა.

“ამერიკელმა და ევროპელმა პარტნიორებმა და მეგობრებმა გააკეთეს მოწოდება კოვიდის რეგულაციების დაცვის თაობაზე. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ არიან აბსოლუტურად ანტიდასავლური პოლიტიკოსები, რომლებიც არად დაგიდევენ მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებებს. საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებებიც რომ გვერდით გადავდოთ, არად დაგიდევენ საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებას. ასეთია ამ პოლიტიკური ძალის ბუნება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, ლევან თარხნიშვილმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ დაწერა:

„არ ვატარებ პირბადეს და არ ვემორჩილები კომენდანტის საათს. წერტილი“,- დაწერა თარხნიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო