“ლელო” რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობას აწყობს

„ლელოს“ ლიდერები და მხარდამჭერები ზაარბრიუკენის (ვორონცოვის) მოედანზე იკრიბებიან და მსვლელობით შეუერთდებიან მასშტაბურ აქციას რუსთაველის გამზირზე, სადაც “ლელო” და სხვა ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგების გაყალბებას გააპროტესტებენ.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერი საბა ბუაძე, მოსახლეობას მოუწოდებს მშვიდობიან აქციაზე მისვლისკენ.

“ლელოს” ლიდერები და მხარდამჭერები შევიკრიბეთ ზაარბრიუკენის მოედანზე და მსვლელობით ერთად დავიძრებით აქციაზე, პარლამენტის წინ. ჩვენ იქ შევუერთდებით საერთო ოპოზიციურ აქციას და ერთად გავაპროტესტებთ ხელისუფლების მიერ არჩევნების ტოტალურად გაყალბებას. ყველას მოვუწოდებ მშვიდობიან საპროტესტო აქციას შეუერთდნენ”, - განაცხადა ბუაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა