ოპოზიციური პარტიების აქციასთან დაკავშირებით, თბილისის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

რუსთაველის გამზირზე ოპოზიციური პარტიების აქციასთან დაკავშირებით, ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა. ამის შესახებ ნათქვამია შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის განცხადებაში.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ დღეს, 8 ნოემბერს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილია ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული აქცია, რის გამოც დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება.

14:00 საათიდან, ავტომანქანების მოძრაობა სრულად აიკრძალა რუსთაველის გამზირზე, ყოფილი ფოსტის შენობიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით.

ასევე, ტრანსპორტის ნაკადი ვერ გადაადგილდება რუსთაველის გამზირზე გამომავალ ვერც ერთ ქუჩაზე: ალექსანდრე ჭავჭავაძის, მიტროფანე ლაღიძის, ბესიკის, 9 აპრილის, ზაქარია ჭიჭინაძის, სულხან-საბას, ძმები ზუბალაშვილების (ნაწილობრივ), ინგოროყვას, ლესია უკრაინკას, მესხიას, რევაზ ლაღიძის, ვასო აბაშიძის, გია ჭანტურიას, არჩილ ჯორჯაძის და ანტონ ფურცელაძის ქუჩებზე. შესაბამისად, ავტომანქანები ალტერნატიული მარშრუტებით მოძრაობენ.

ტრანსპორტის ნაკადის უსაფრთხო გადაადგილებას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არეგულირებენ. საჭიროების შემთხვევაში, მძღოლები პატრულ-ინსპექტორებისგან დამატებით ინსტრუქციას იღებენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს