რომან გოცირიძე - როცა ხელისუფლებას არ უნდა გადაწყვეტილების მიღება, ამას მიაღებინებს ქუჩა, ანუ ხალხი

როცა არ უნდა გადაწყვეტილების მიღება ხელისუფლებას, ამას მიაღებინებს ქუჩა, ანუ ხალხი, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ოპოზიციის აქციაზე, „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, დღეს ხელისუფლება პოლიტიკურად გაკოტრებულია.

„არავის უნდა ეპატიოს არჩევნების გაყალებება და ხელისუფლების მითვისება, ამისთვის არსებობს მსოფლიოში აპრობირებული გზა - როცა არ უნდა გადაწყვეტილების მიღება ხელისუფლებას, ამას მიაღებინებს ქუჩა ანუ ხალხი. ქუჩიდან მომხდარა მსოფლიოში მრავალი ისტორიული პროცესის მიღწევა. ეს არის პოლიტიკის კანონი, ამიტომ დღეს აქ შეკრებილი ათეულ ათასობით ადამიანი აიძულებს ხელისუფლებას, რომ განმუხტოს პოლიტიკური კრიზისი, რომლის ერთადერთი საშუალება არის რიგგარეშე დამოუკიდებელი სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ამისთვის საჭიროა საარჩევნო ადმინისტრაციის დაშლა და განახლებული ადმინისტრაციით არჩევნების რაც შეიძლება სწრაფად ჩატარება. აქ საქმე მხოლოდ იმაში არ არის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიტაცა უკანონოდ ძალაუფლება, პრობლემაა იმაში, რომ ქვეყანას შექმნილ ვითარებაში არ აქვს არავითარი შანსი ამ უმძიმესი ეკონომიკური და პანდემიური კრიზისიდან გამოსვლის. ვითარება მძიმე იქნება, რადგან „ქართულ ოცნებას“ ყოველგვარი რესურსი ამოეწურა, არის ამორტიზებული, ლარივით გაუფასურებული, არა თუ 4 წელი, 4 თვეც რომ დარჩეს მმართველობაში, ქვეყანა ჩავარდება უმძიმეს ვითარებაში, ზნეობრივად, პოლიტიკურად, საკადრო რესურსით გაკოტრებულია, ამიტომ საჭიროა ცვლილებები,“- განაცხადა გოცირიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა