ჯანმო-ს ხელმძღვანელმა ჯო ბაიდენს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

ჯანმო-ს ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეისუსმა ჯო ბაიდენს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. მისი თქმით, პანდემიის პირობებში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აშშ-ის პრეზიდენტის ახალ ადმინისტრაციასთან მუშაობისთვის მზადაა.

„ვულოცავ ჯო ბაიდენსა და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს არჩევნებში გამარჯვებას. მე და ჩემი კოლეგები თქვენთან სამუშაოდ ყოველთვის მზად ვართ, განსაკუთრებით კი ისეთი კრიზისების დროს, როგორიც კორონავირუსის პანდემიაა“, - განაცხადა გებრეისუსმა.

აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას უმოქმედობაში სდებდა ბრალს და მასთან თანამშრომლობა გაწყვიტა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს