გრიგოლ ვაშაძე აქციის მონაწილეებს - არ დაიღალოთ, არ დანებდეთ!

ბატონო ხელისუფლება, შეხედეთ ამ ხალხს, პირბადეებშია ყველა, ყველა იცავს შეძლებისდაგვარად წესებს, რაც დაწესებული გაქვთ, მაგრამ მთავარი წესი რომ არ დააწესეთ, რომ არჩევნები არ უნდა გააყალბოთ?! - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ყველა, ვისაც მოსვლის სურვილი ჰქონდა, ალბათ ვერ მოვიდა, თუმცა, აქ მოსული ხალხი დაიცავს ყველას ხმას, რომელიც „უსინდისოდ მოიპარეს“.

„"ქართული ოცნება" პატრიოტიზმზე გველაპარაკება, არ ხართ თქვენ ბატონებო, პატრიოტები პატრიოტი ის არის, ვინც სხვისი ოჯახის გაჭირვებას და სხვისი დედის ცრემლს თავისად აღიქვამს, პატრიოტი ის არის, ვინც კაბინეტში რომ შედის, უკვე მზად არის ხალხის მოთხოვნისთანავე დატოვოს ეს კაბინეტი, პატრიოტი ის არის, ვისაც სჯერა, რომ 2012 წელს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა ჩვენს პოლიტიკურ ისტორიაში იზოლირებულ ეპიზოდად არ უნდა დარჩეს, ვისაც სჯერა, რომ სასამართლო უნდა იყოს უმაღლესი ინსტანცია და ხალხის ნების გამომხატველი, ვისაც სჯერა, რომ ეს ქვეყანა არის საქართველოს მოქალაქისთვის, ხელისუფლება არის მოქალაქისთვის და არა მოქალაქე ხელისუფლებისთვის.

იძახიან გვირაბის ბოლოს შუქი გამოჩნდაო, აღარ გათავდა ეს დედააფეთქებული გვირაბი.

სასამართლო, კანონი, სამართალი, მოქალაქეების ნების პატივისცემა - აი, რა გვჭირდება ჩვენ. ვინც დღეს აქ შეიკრიბა, ბატონო ხელისუფლება, შეხედეთ ამ ხალხს, პირბადეებშია სულ ყველა, ყველა იცავს შეძლებისდაგვარად იმ წესებს, რაც დაწესებული გაქვთ, მაგრამ მთავარი წესი რომ არ დააწესეთ, რომ არჩევნები არ უნდა გააყალბო?! ვერცერთი პარტია და ვერც პარტიების ერთობა ვერაფერს შეძლებს, თქვენ თუ მტკიცედ არ დადექით, ამიტომ მაქვს ეს თხოვნა - არ დაიღალოთ, არ დანებდეთ, არ მიატოვოთ ეს საქმე, სახლში მისასვლელები ვართ და შვილებს უნდა ჩავხედოთ თვალში და ვუთხრათ: ან ასეთ ქვეყანას გიტოვებთ, რომელზეც ამ ტრიბუნაზე 88 და 90 წელს მდგომი ხალხი ოცნებობდა, ან კიდევ გიტოვებთ პოსტსაბჭოთა ჭაობს, საიდანაც გაიქცევით თქვენ სულ ყველა“, - განაცხადა ვაშაძემ.

იხილთ ვიდეო

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო