მამუკა ხაზარაძე - ამ პარლამენტში არავინ შევა - მოღალატეებთან, ხმის ქურდებთან საქმე არასდროს უნდა დაიჭირო

ჩვენ ამ ქვეყანას არ დავუთმობთ არც ბიძინას, არც „ოცნებას“, არც რუსეთს, გაუმარჯოს ნაღდ, გულანთებულ საქართველოს, - ასე მიმართა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ. როგორც ხაზარაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, „დღეს კიდევ აქტუალურია მთავარი საკითხი - ვის ეკუთვნის ეს ქვეყანა? - აქ დგომით ვამბობთ, რომ ეს ქვეყანა გვეკუთვნის ჩვენ და არავის დავუთმობთ! არც თავისუფლებას დავუთმობთ არავის!“

„დღეს, „ლელო“ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად შეიკრიბა იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს ტყუილი, ვერავინ გაბედოს თავისუფალი მოქალაქის ხმის წართმევა. დღეს ჩვენ სხვადასხვა პარტიას წარმოვადგენთ, მაგრამ ყველაზე დიდი პარტია არის საქართველო. ჩვენ უნდა ავმაღლდეთ თითოული პარტიის დონედან და ვიფიქროთ ჩვენ ქვეყანაზე, ქვეყანა, რომელიც გამუდმებით იბრძვის თავისუფლებისთვის და ბედისწერად აქვს თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა.

მოგიწოდებთ ყველას, რომ ბრძოლა იქნება უკომპრომისო იმიტომ, რომ ბრძოლა ეხება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს, ჩვენს ხვალინდელ დღეს და ამ ბრძოლას ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ. დღეს ილიას დაბადების დღეა. დიახ, ამდენი ხნის მერე კიდევ აქტუალურია მთავარი საკითხი - ვის ეკუთვნის ეს ქვეყანა? გვეკუთვნის ჩვენ ეს ქვეყანა? აქ დგომით ვამბობთ, რომ ეს ქვეყანა გვეკუთვნის ჩვენ და არავის დავუთმობთ! არც თავისუფლებას დავუთმობთ არავის.

ქვეყნის დამონება იწყება ადამიანის შეშინებით, ქვეყნის დამონება იწყება ყველაზე მთავარი, ღმერთისგან ბოძებული სიტყვის წართმევით, ხმის წართმევით. მე გეუბნებით, რომ ყველა ხმა იქნება დაცული. ჩვენ გვჭირდება ერთიანობა, ქართველებო, გვჭირდება სამართლიანი სახელმწიფო, გვჭირდება სამართლიანი სასამართლო და კანონის უზენაესობა, თუ გვინდა რომ ამოვიდეთ ამ მენტალური და ეკონომიკური ჭაობიდან“, - განაცხადა ხაზარაძემ.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, „პარლამენტში არავინ შევა იმიტომ, რომ მოღალატეებთან, ხმის ქურდებთან საქმე არასდროს უნდა დაიჭირო“.

„მითხრეს, რომ ამ არჩევნებზე პირველად მივიდა დაახლოებით, 80 ათასი ახალგაზრდა და ხმა მისცა. 80 ათასი ჩვენი შვილი პირველად მონაწილეობდა არჩევნებში. გეკითხებით, რა უნდა ვუთხრათ ამ შვილებს? გავატაროთ? რა უნდა ვუთხრათ ამათ, ვითომ არაფერი მოხდა? ასე არ გამოვა! ჩვენ თითოეული ამ შვილის ხმა უნდა დავიცვათ. ამ პარლამენტში არავინ შევა იმიტომ, რომ მოღალატეებთან, ხმის ქურდებთან საქმე არასდროს უნდა დაიჭირო, თუ გვინდა რომ მომავალი თაობა ამ გაჭირვებიდან გამოვიდეს, თუ გვინდა რომ ქვეყანა განვითარდეს, თუ გვინდა რომ ერთხელ და სამუდამოთ თავისუფალი ვიყოთ, ევროპული ქვეყანა, უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე. თავისუფლება არ არის ერთჯერადი აქტი, თავისუფლება ყოველდღიური ბრძოლაა. ჩვენ ამ ქვეყანას არ დავუთმობთ არც ბიძინას, არც „ოცნებას“, არც რუსეთს, გაუმარჯოს ნაღდ, გულანთებულ საქართველოს“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს