შალვა ნათელაშვილი სამართალდამცავებს - დაყარეთ მუნდირი ამ სამარცხვინო ხელისუფლების ფეხებთან და ხალხს შემოუერთდით

მინდა ძალოვანებს მოვუწოდო, დაყარეთ მუნდირი ამ სამარცხვინო ხელისუფლების ფეხებთან და ხალხს შემოუერთდით - 1989 წლის 9 აპრილს მაშინდელი ქართული მილიცია თავისუფლებისთვის გამოსულ ადამიანებს გადაეფარა, - ეს განცხადება პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა გააკეთა.

ნათელაშვილმა აქციის მონაწილეებს მიმართა, რომ მათ კორონა და ეპიდემია ვერ დააშინებს. ნათელაშვილის განცხადებით, დღეს ქვეყნის მთავარი მტერი ბიძინა ივანიშვილია და ყველა პარტია და ხალხი ერთადაა საერთო მტრის წინააღმდეგ.

„დიდი ილია ამბობდა: - თავისუფლების შოვნაი, სჯობს საშოვნელსა ყველასა. დღეს დიდი ილიას დაბადების დღეა. ხედავთ, რომ თავისუფლებისათვის ქართველი ერი მოედანზეა და თავისუფლებას აუცილებლად მოიპოვებს, რადგან ამას იმსახურებს. ვინც ახლა აქ არ არის, ისიც აქ არის, ჩვენთან არის! ამერიკელმა ხალხმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო და თქვა, რომ ოლიგარქიის ადგილი პოლიტიკაში არ არის. ეს ისტორიული გადაწყვეტილება ჩვენც მისაღები გაქვს. ოლიგარქია და თან რუსული ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს. ადამიანის უფლებათა დაცვის ცნობილი დეკლარაცია საფრანგეთისა, ადამიანის ტყავშია ჩასმული. ეს ნიშნავს, რომ ადამიანმა მონობის ტყავი სამუდამოდ მოიცილა. ჩვენ ჩვენი თავისუფლება ივანიშვილის პოლიტიკურ ტყავში უნდა ჩავსვათ, რადგან ამ მარაზმის დაბრუნება არასდროს არ მოხდეს“, - მიმართა აქციაზე შეკრებილებს შალვა ნათელაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა