დავით ბერძენიშვილი - ამ შეკრებით ხელისუფლებას უკვე ვაზანზარებთ, მაგრამ ჯერ ვერ ვამარცხებთ - ბრძოლა გვექნება მშვიდობიანი, პრინციპული!

ჩვენ ამ შეკრებით ხელისუფლებას უკვე ვაზანზარებთ, მაგრამ მას ჩვენ ჯერ ვერ ვამარცხებთ. ჩვენ ბრძოლა გვექნება მშვიდობიანი, პრინციპული! - ასე მიმართა „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შეკრებილ აქციის მონაწილეებს.

ბერძენიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებს მიმართა ოპოზიციას ქართველი ხალხის არჩევანის დაცვაში დაეხმარონ.

„დღევანდელ ოპოზიციას, ქართველმა ხალხმა მოგვცა ხელისუფლებაში ყოფნის, ქვეყნის მართვის მანდატი. მანდატი მისცა ქართველმა ხალხმა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებსაც, ოპოზიციაში ყოფნის მანდატი და უნდა იცოდეს პოლიტიკურმა პარტიამ, მისმა ამომრჩეველმა, რომ თუ არ შეგიძლია იყო ოპოზიციაში, მაშინ არ ხარ პოლიტიკური ორგანიზაცია, მაშინ აორთქლდები, როგორც აორთქლდა „მოქალაქეთა კავშირი“, „აღორძინება“ და სხვა.

ამერიკის ახალმა პრეზიდენტმა თქვა, რომ არ ვყოფთ ამერიკას წითლებად და ლურჯებად, არც ჩვენ არ ვყოფთ საქართველოს წითლებად და ლურჯებად, ყვითლებად, ნარინჯისფერებად, მრავალფეროვნება ერთიანობაში, ერთიანობა მრავალფეროვნებაში, ეს ვართ ჩვენ, ჩვენი ქვეყანა.

ჩემს ადგილას და ჩემი თაობის წარმომადგენლების ადგილას ვინც ამ ტრიბუნასთან დგას, შეიძლება რელევანტური იყოს კითხვა - არ გრცხვენია? ისევ აქ ათეული წლების განმავლობაში, 30 წელზე მეტი გავიდა, ისევ ქუჩაში ისევ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში?! სუსტები აღმოვჩნდით, მაგრამ მოგიტანეთ ფერი რუკაზე ახალგაზრდებს და გეხმარებით, რომ თავისუფლებაც მიიღოთ. დამოუკიდებლობა ჩვენ მოგიტანეთ, თავისუფლება თქვენ უნდა შექმნათ! ჩვენ ვიცით, რომ ბრძოლა იქნება ხანგრძლივი. თავი არ მოვიტყუოთ, ჩვენ ამ შეკრებით ხელისუფლებას უკვე ვაზანზარებთ, მაგრამ მას ჩვენ ჯერ ვერ ვამარცხებთ. ჩვენ ბრძოლა გვექნება მშვიდობიანი, პრინციპული!

ამოიწურა ივანიშვილის დრო და როდესაც ქართველი ხალხი ხელისუფალს ეუბნება „ნახვამდის“, ან ისწავლე ოპოზიციაში ყოფნა, ან გაგვეცალე! ქართველი ხალხის არჩევანი დადასტურებულია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიერ ევროპის და ამერიკის მიერ ის იქცევა არჩევნად. მივმართავ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს - მოგვეხმარეთ ქართველი ხალხის არჩევანის დაცვაში!“, - განაცხადა ბერძენიშვილმა და დასძინა: „საქართველო ევროპაში, საქართველო ნატოში! თავისუფლება თავისუფალ სამყაროში“.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა