ნინო ბურჯანაძე - არავინ დაუშვებს იმ შეცდომას, რაც 2003 წელს ზოგიერთმა დაუშვა, როცა ხალხი აქ იდგა, ხოლო თვითონ პარლამენტში შევიდა შევარდნაძისთვის პარლამენტის „გასაპრავებლად“

ყველა ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, როცა ხალხის აბუჩად აგდებას იწყებს, ხალხს არაფრად აგდებს, მათ ღირსებას ფეხქვეშ თელავს, საკუთარ პოლიტიკურ სამარეს ითხრის, ეს „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა ,- ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ხალხისთვის უმთავრესი ღირსებაა და არა ფული და ამას ყველა დაინახავს.

„აქ შეიკრიბეთ იმისათვის, რომ მთელ საქართველოს და არა მხოლოდ საქართველოს დაანახოთ, რომ ფული ყველაფერს არ ნიშნავს, რომ ღარიბ ქვეყანაშიც კი ღირსება არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ფული და დიდი ფული. დღეს გამოვიდა ხელისუფლების წარმომადგენელი და თქვა, ცოტა ხალხი იქნებაო, მე მახსოვს 2003 წელს როგორ მიმტკიცებდა ედუარდ შევარდნაძე, 1000 კაცია პარლამენტის წინო. შევძელით ქვეყნის გადარჩენა და საქმის წინ წაყვანა ბოლომდე ბრძოლით? ასე შევძლებთ ახლაც, უკან ვერ დაგვახევინებენ, ვერ გვიყიდიან, პირველ რიგში თქვენ ვერ გიყიდიან. ჩვენ არ გვჭირდება ხელისუფლება, რომელიც ადამიანს რომ ხედავს, პირდაპირ ციფრებში გამოჰყავს, რამდენად უნდა იყიდოს.

სამწუხაროდ, დღეს აქ დგანან ადამიანების უმრავლესობა, რომელთაც არა თუ დიდი ფული არ აქვს, არამედ მართლაც უჭირთ, მაგრამ მათ აქვთ ღირსება და ეს არის გაცილებით დიდი სიმდიდრე, ვიდრე მთელი მსოფლიოს ფული ერთად აღებული და ამას მთელ მსოფლიოს დაანახებთ, ეს გაუკვირდება კობახიძეს, ივანიშვილს, მაგრამ ეს გაკვირვება აუცილებლად მოუწევთ, რომ დაიხიონ უკან და დაგვიბრუნონ არჩევნები, რომელიც წაგვართვეს.

არავინ დაუშვებს იმ შეცდომას, რაც 2003 წელს ზოგიერთმა პოლიტიკურმა პარტიამ დაუშვა, როცა ხალხი აქ იდგა, ხოლო თვითომ პარლამენტში შევიდა შევარდნაძისთვის, უკაცრავად, პარლამენტის „გასაპრავებლად“, ის პოლიტიკური პარტიები გაქრნენ პოლიტიკური რუკიდან. დღეს ყველა პარტია, ყველა ლიდერი ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ დავიბრუნოთ მოპარული ხმა, მოპარული არჩევნები,“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა